როალდ დალი – „ეპიზოდი”
ნორვეგიული წარმომავლობის მქონე გამოჩენილ ინგლისელ მწერალსა და „შავი იუმორის” დიდოსტატ პოეტს – როალდ დალის (1916-1990 წლები) იმთავითვე სტანჯავდა კბილების (კარიესის) პრობლემა, რის გამოც ხშირად უხდებოდა დანტისტებთან ურთიერთობა. ეს კი თავის მხრივ, ნერვებზე რომ არაფერი ვთქვათ ,საკმაოდ დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) საოცარია, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული მიზეზების გამოისობით გაწამებული როალდი იმ დონეზე მივიდა, რომ 21 წლის ასაკში მყოფმა თავისივე ინიციატივით დააძრობინა სტომატოლოგს აბსოლუტურად ყველა კბილი. მათ ნაცვლად კი – პროთეზის კბილები ჩაისვა, რომელთა მოვლა-პატრონობაც მისთვის გაცილებით მარტივი იყო როგორც მოვლის, ისე ფინანსური თვალსაზრისითაც.
74 წლის ასაკში ოქსფორდში გარდაცვლილი როალდ დალი მისივე ანდერძის თანახმად თავის საყვარელ ნივთებთან ერთად დაკრძალეს. შედეგად, მას საფლავში ჩააყოლეს – ბილიარდის კია, ბურგუნდიული ღვინის ერთი ბოთლი, შოკოლადის კანფეტები და ფანქრები, რომლებითაც მწერალი თავის ლიტერატურულ ქმნილებებზე მუშაობდა. – (ავტორი გენია.ჯი)