მარკ ტვენი – “ეპიზოდი”
ხანდაზმულ ასაკში შესულმა თამბაქოსა და ბილიარდის განსაკუთრებულად მოყვარულმა დიდმა ამერიკელმა მწერალმა,ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ – მარკ ტვენმა (1835-1910 წლები),რომელმაც ანდერძად დაიბარა,რომ მის მიერ დაწერილი მემუარები თავისი გარდაცვალებიდან მხოლოდ ასი წლის გასვლის შემდომ გამოექვეყნებინათ,საკუთარი ლიტერატურული შესაძლებლობების შესახებ მეტად საინტერესო შეფასება დაგვიტოვა ჩანაწერის სახით: “თხუთმეტი წელიწადი დამჭირდა იმისათვის,რათა გამეგო,რომ მე არავითარი ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოვებული არა ვარ.მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო,რადგან აღარ შემეძლო უარი მეთქვა წერის გაგრძელებაზე.იმ წიგნების წერის გაგრძელებაზე,რომლებმაც მე საყოველთაოდ ცნობილ და სახელოვან ადამიანად მაქციეს”. – (ავტორი გენია.ჯი)