იცით თუ არა,რომ
1. სპარსული, და შესაძლოა თამამად ითქვას,მსოფლიო პოეზიის მშვენება,ფოლოსოფოსი,მათემატიკოსი და ასტრონომი - ომარ ხაიამი,საკუთარ თავს მეცნიერად უფრო მიიჩნევდა,ვიდრე პოეტად.გასათვალისწინებელია ის გარემოებაც,რომ მისი ლექსების კრებული ხაიამის გარდაცვალებიდან პირველად მხოლოდ 50 წლის შემდეგ იქნა გამოცემული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დიდი ფრანგი მხატვარი – პიერ ოგიუსტ რენუარი ერთობ დაბალ შეფასებას აძლევდა ისეთ გენიალურ ქმნილებას,როგორიც გახლავთ – “ვენერა მილოსელის ქანდაკება”.იგი ამბობდა,რომ აღნიშნული სკულპტურა ძალიან შორს იდგა ქალის იდეალური მშვენიერებისაგან.
* * *
3. მას შემდეგ,რაც სახელოვანი გერმანელი მწერალი – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე უილიამ შექსპირის პირველ პიესას – “ტიტუს ანდრონიკუსს” გაეცნო,თავის დღიურში შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა: “შექსპირის პირველი პიესა რომ წავიკითხე,ისეთი გრძნობა მქონდა,როგორც დაბადებით ბრმას,რომელსაც ჯადოსნური ძალა თვალს აუხელს; თითქოს მარადიული სიცოცხლე მომენიჭა,ყველაფერი განახლდა ჩემში და უჩვეულო სინათლის ჩქერი თვალებს მტკენდა…”
* * *
4. სიკვდილის სარეცელზე მყოფ გენიალურ პოლონელ კომპოზიტორს – ფრედერიკ შოპენს იმდენად ეშინოდა ცოცხლად დამარხვისა,რომ ასეთი რამეც კი დაიბარა – “გაფიცებთ: გაკვეთეთ ჩემი სხეული,რომ ცოცხალი არ დამმარხონო”.
* * *
5. ცნობილი რუსი რევოლუციონერი,ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი – ნიკოლოზ ჩერნიშევსკი, რუსეთის იმპერიის ჟანდარმერიასა და საიდუმლო პოლიციას – “რუსეთის იმპერიის ნომერ პირველ მტრად” ჰყავდა დასახელებული.
* * *
6. გენიალურ ამერიკელ მწერალს – მარკ ტვენს ძალიან უყვარდა საზოგადოებაში თეთრი პიჯაკით გამოჩენა.როგორც ცნობილია,მის გარდერობში 20 თეთრი ფერის მქონე პიჯაკი ინახებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. “დეკამერონის” უკვდავი ქმნილების იტალიელი ავტორის – ჯოვანი ბოკაჩოს პირველი ძეგლი მის მშობლიურ ქალაქ – ჩერტალდოში აღიმართა 1879 წლის 22 ივნისს.ამ პატარა ქალქში დღეისათვის არა მხოლოდ ბოკაჩოს ძეგლი და მუზეუმი,არამედ მისი სახელობის სასწავლო ცენტრიც არის განთავსებული.
* * *
8. “მასონთა ლოჟამ” გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მამა – ლეოპოლდ მოცარტი,თავისი ვაჟის რეკომენდაციის შედეგად მიიღო საკუთარ რიგებში.
* * *
9. რუსეთის იმპერატორის პეტრე I-ის მმართველობის პერიოდში,ყალბი ფულის დამზადებაზე გასამართლებულ პირებს სასჯელის სახით სრულიად უსასყიდლოდ ამუშავებდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ზარაფხანებში.ცნობილია,რომ 1712 წელს სახელმწიფო ზარაფხანებში ასეთ დანაშაულში მსჯავრდებული 13 პირი იყო დასაქმებული.
* * *
10. იაპონურ სკოლებში მასწავლებლები და მოსწავლეები ვალდებულები არიან თავად დაალაგონ სკოლები,რის გამოც “ამომავალი მზის” ქვეყნის სკოლებში დამლაგებლების შტატი საერთოდ არ არსებობს. – (ავტორი გენია.ჯი)