“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. “ღმერთს მტრებისგან თავის დაღწევა შევთხოვე და რატომღაც მეგობრებმა დაიწყეს ჩემი ცხოვრებიდან გაქრობა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. “თუ გსურთ კარგი შვილები აღზარდოთ,ამისათვის ორჯერ ნაკლები ფულის და ორჯერ მეტი დროის დახარჯვაა საჭირო”.

* * *

3. “ყველაზე რთული დასალაგებელი საკუთარი ცხოვრების დალაგებაა”.

* * *

4. “დრო – საოცარი რამ არის: იგი ყოველთვის ცოტაა,როდესაც სადმე აგვიანებ და ძალიან ბევრი,როდესაც ვინმეს ელი”.

* * *

5. “საკვირველია,მაგრამ ფაქტია,რომ ადამიანები ძალიან გაოცებული რჩებიან,როდესაც მათ ისევე მოექცევი,როგორც თავად მოგექცნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. “თუ ზურგს უკან შეგაფურთხეს,სრულებითაც არ არის საჭირო ფილოსოფიური აზროვნება იმის შესახებ,რომ თქვენ მასზე წინ იმყოფებით და ამით გაღიზიანებულები გაფურთხებენ.მიუბრუნდით მას და ყბა მოუნგრიეთ”.

* * *

7. “სიყვარული კი არის ბრმა,მაგრამ სამაგიეროდ ქორწინებაა თვალის ამხელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

8. “ძველი ბრძენი ებრაელები ამბობდნენ: მაგარი ის კი არ არის საათს ხუთ მილიონად რომ იყიდი,არამედ ის,საათს რომ ხუთ მილიონად გაყიდიო”.

* * *

9. “ადამიანები ღვინოს ჰგვანან – თუკი წლების მატებასთან ერთად უკეთესები ხდებიან,ესე იგი,მაღალი ხარისხის არიან”.

* * *

10. “არ ეცადოთ ადამიანის ნეხვიდან ამოყვანას,რადგან იგი შესაძლოა მისი ბუნებრივი საცხოვრებელი აღმოჩნდეს!”

კომენტარის დატოვება