“სიბრძნის წუთი”
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ერთ-ერთ უდიდეს ჩინელ ფილოსოფოსსა და სწავლულს - კონფუცის (ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები),პუ შანმა,რომელიც დიდი ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდა,შემდეგი სახის შეკითხვა დაუსვა:
” – როგორი ბრძენი ხართ თქვენ,თუკი თავად აღიარებთ იმას,რომ – ენ ხეი,თქვენზე მიზანსწრაფულია; ტუან-მუ თქვენზე ნათლად გამოხატავს თავის იდეებს; ჩან იუ – თქვენზე მამაცია,ხოლო ჩან სუნი – თქვენზე ღირსეული?”
შეკითხვის შემდგომ პუ შანმა მცირეოდენი პაუზა გააკეთა,რის შემდეგაც გაკვირვებულმა კვლავ კონფუცის მიმართა:
“თუკი თავად აღიარებთ,რომ ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებები თქვენზე მიზანსწრაფული,თავიანთი იდეების ნათლად გამომხატველი,მამაცი და ღირსეულებია,მაშინ რატომ არიან ისინი დღესაც თქვენი მოსწავლეები?”
მოისმინა რა გენიალურმა კონფუციმ პუ შანის შეკითხვა და ჩასწვდა რა შეკითხვის არსს,როგორც ყოველთვის,ახლაც თავშეკავებულად გასცა პასუხი:
” – იდექი იქ სადაც ახლა დგახარ და თუკი პასუხის მოსმენა გსურს,ჩემსკენ ერთი ნაბიჯიც არ გადმოდგა.(ავტორი გენია.ჯი)
- ენ ხეი მართლაც ჩემზე მიზანსწრაფული და მიზანმიმართული ადამიანია,თუმცა ჩემგან განსხვავებით – საკმაოდ მოუქნელი.სწორედ ამიტომ მან არ იცის,როგორ უნდა მიაღწიოს დასახულ მიზანს; ტუან-მუ ჩემზე კარგად გამოხატავს თავის იდეებს,თუმცა ჩემგან განსხვავებით არ შეუძლია პასუხი გასცეს თუნდაც ელემენტალურად მარტივ შეკითხვასაც კი; ჩან იუმ ჩემზე უკეთ იცის თუ რა არის სიმამაცე,თუმცა ჩემგან განსხვავებით არ იცის რა არის სიფრთხილე.ხოლო ჩან-სუნმა ჩემზე უკეთესად იცის რას ნიშნავს იყო ღირსეული,თუმცა ჩემგან განსხვავებით არ იცის რა არის – მოკრძალება.
აი სრული მიზეზები იმისა,თუ რატომ არიან ისინი დღემდე ჩემი მოსწავლეები.” (ავტორი გენია.ჯი)