ერნესტ ჰემინგუეი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდი ამერიკელი ნობელიანტი მწერალი და ჟურნალისტი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები) კატების განსაკუთრებულად მოყვარული პიროვნება გახლდათ.მის უასაყვარლეს კატას წარმოადგენდა ექვსი თათის მქონე კატა,სახელად – “სნოუბოლი”,რომლის შთამომავლები დღემდე ბინადრობენ კი-უესტში განთავსბულ ჰემინგუეის სახლ-მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი) მათ – “ჰემინგუეის კატებად” მოიხსენიებენ.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,ამერიკელი ლიტერატორის სახლში 20 კატა ბინადრობდა,რომელთაგან ნახევარი მათგანი ექვსი თათის მქონენი იყვნენ.ერთ დღეს ერნესტის ერთ-ერთ კატას,სახელად ვილის,ქუჩაში ავტომობილი დაეჯახა.მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.აგონიაში მყოფი საყვარელი კატის ხილვამ აღშფოთებული და ერთობ შეწუხებული ჰემინგუეი იძულებული გახადა ტანჯვა-წამების შემსუბუქების მიზნით მისთვის სანადირო თოფი ესროლა და ასე მოესწრაფა ვილისთვის სულთმობრძავი სიცოცხლე.მოგვიანებით მწერალმა აღნიშნული ფაქტის შესახებ თავის დღიურში შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა: “რა თქმა უნდა,ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო.ძალიან ვწუხვარ,მისტერ ვილი! ჩემი განვლილი ცხოვრების განმავლობაში მე უკვე მომიხდა ადამიანების მისამართით გასროლა,თუმცა-კი არასოდეს გამისროლია ტყვია იმ არსების წინააღმდეგ,რომელსაც 11 წლის განმავლობაში ვიცნობდი და მიყვარდა.არასოდეს გამისროლია ტყვია იმ არსების წინააღმდეგ,რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე განუყრელად იწვა ჩემს საწოლში,კრუტუნებდა და თათებით მეფერებოდა.ძალიან ვწუხვარ,მისტერ ვილი,ძალიან!” – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. დღესდღეობით,ფლორიდაში განთავსებულ ჰემინგუეის სახლ-მუზემში “სნოუბოლის” მრავალ შთამომავალ კატას აქვს ბინა დადებული.მათგან რამდენიმე მათგანი ექვსი თათის მქონეა. – (ავტორი გენია.ჯი)