ჯორჯ ორუელი – “ეპიზოდი”
ინდოეთის ქალაქ მოტიჰარში დაბადებული გენიალური ინგლისელი მწერალი,პუბლიცისტი და ბრწყინვალე ანტიუტოპიური რომანის – “1984″-ს ავტორი - ერიკ ართურ ბლერი (1903-1950 წლები),ფსევდონიმით – ჯორჯ ორუელი,რამდენიმე ხნის განმავლობაში (1922-1927 წლებში) ინდოეთის სამეფო პოლიციაში მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იმ პერიოდში გაათვითცნობიერა მომავალმა მწერალმა იმპერიალისტური მმართველობის და ზოგადად რომ ვთქვათ,იმპერიალიზმის სრული არსი,რაც გადმოსცა კიდეც 1934 წელს გამოცემულ თავის შესანიშნავ ქმნილებაში – “დღეები ბირმაში”.ინდოეთში ცხოვრების წლებმა ორუელში,ისევე როგორც ინდოელთა უდიდეს ნაწილში,მრავალ ცრურწმენას მისცა ბიძგი.სწორედ ცრურწმენა გახლდათ ის მიზეზი,რისთვისაც ინგლისელმა ლიტერატორმა ხელზე ავი თვალის საწინააღმდეგო ტატუ გაიკეთა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ,როდესაც ორუელმა “1984″ დაწერა,მისი მრავალრიცხოვანი ტირაჟით გამოცემაზე გამომცემლებმა უარი განაცხადეს.თავის მხრივ კი,უარის მიზეზის უმთავრესი მოტივი – შიში გახლდათ.ამიტომაც იყო,რომ ძველი ნივთების კოლექციის შეგროვებით დაკავებული ავტორის სიცოცხლეში “1984″ სულ რამდენიმე ათასიანი ტირაჟით გამოიცა.მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდგომ გამოქვეყნდა “1984″ მილიონობით ეგზემპლარის სახით. – (ავტორი გენია.ჯი)