ტუკანოს ინდიელთა ტომის ხალხი – “ეპიზოდი”
ლინგვისტების მტკიცებით,ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთსა და კოლუმბიის მომიჯნავე ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტის მქონე რაიონებში მაცხოვრებელ – ტუკანოს ინდილ ტომთა ჯგუფის ხალხი ოც სხვადასხვა ენაზე მეტყველებს. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ მათში დამკვიდრებული უძველესი ტრადიციის თანახმად (რომელსაც ისინი დღემდე მტკიცედ იცავენ),მამაკაცებს უფლება არა აქვთ ცოლად შეირთონ ის ქალები,რომელთა სამეტყველო ენაც მათივე სამეტყველო ენას ჩამოჰგავს.ამიტომ ისინი იძულებული არიან სატრფოები და საცოლეები ისეთ დასახლებებში ეძიონ,სადაც მათ ენაზე არ მეტყველებენ.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული ტრადიციის გამოისობით ტუკანოს ინდიელ ტომთა ჯგუფის ხალხის შვილები ნამდვილი ლინგვისტები ხდებიან,რადგან ისინი ფლობენ არა მხოლოდ დედის და მამის სამეტყველო ენებს,არამედ მეზობელი ტომის ხალხების ენებსაც.უფროსი თაობის ტუკანოს ხალხი კი ზემოაღნიშნულ ენებთან ერთად ფლობს საერთორეგიონალურ ენას,რომელიც ძირითადად ერთმანეთში სავაჭრო ურთიერთობებისათვის გამოიყენება ძირითადად.შესაბამისად,ტუკანოს ხალხს რამდენიმე ენაზე შესწევთ თავისუფლად საუბარი. – (ავტორი გენია.ჯი)