ლევ ტოლსტოი – “ეპიზოდი”

დიდი რუსი მწერლის – ლევ ტოლსტოის ვაჟი – ლევ ტოლსტოი (1869-1945 წლები),რომელიც მამის მსგავსად ლიტერატურულ მოღვაწეობას შეება,მთელი ცხოვრების განმავლობაში ლიტერატურის კრიტიკოსთა მხრიდან დაცინვის ობიექტი იყო,რის გამოც მას ირონიული თვალსაზრისით – “ვეფხვად” მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც აღნიშნავდნენ,”ლომის” (ლევ – რუსულიდან თარგმანით “ლომს” აღნიშნავს.ასე მოიხსენიებდნენ ლევ-უფროსს) აჩრდილის ქვეშ მყოფი “ვეფხვი” ბევრად უკეთესი და წარმატებული სკულპტორი უფრო იყო,ვიდრე მწერალი.ამაში კი დიდი წვლილი მიუძღოდა გენიალურ ფრანგ მოქანდაკეს – ოგიუსტ როდენს,რომლის მოწაფესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდა იგი.შესაბამისად,მამა-შვილს შორის გამართულ ლიტერატურულ დუელში შესამჩნევად არათანაბარი ძალების გამოისობით გამარჯვებული ლევ-უფროსი გამოვიდა.გარდა მცირეოდენი ლიტერატურული ტალანტისა,ლევ-უმცროსს ბუმბერაზი მამისგან ასევე გამოჰყვა აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება,რამაც ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია მის ეკონომიურ მდგომარეობაზე.ლევ-უმცროსმა,რომელსაც მისმა ბიოგრაფმა პავლე ბასინსკიმ – “ლომი ლომის ჩრდილში” უწოდა,გარდაცვალებამდე მცირეოდენი საკუთარ ცხოვრებისეულ კრედოს შემდეგი სახის ფორმულირება გაუკეთა: “არ ისურვო შეუძლებელი.არ განსაჯო.არ იოცნებო.გიყვარდეს მხოლოდ ერთი ღმერთი.არ ილაპარაკო ბევრი.არ შეენაცვლო სხვას.კარგად დააკვირდი ყოველივეს.ილოცე.სიახლის არ შეგეშინდეს.დრო უქმად არ დაკარგო.არ მოწიო.არ დალიო არაყი.მაგრამ არ შეუშინდე ღვინოს.შეინარჩუნე მონანიების გრძნობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

ლევ-უმცროსი ტოლსტოი მამასთან ერთად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>