კონსტანტინე გამსახურდია – “დიდოსტატის მარჯვენა”-ს შესახებ…
“ხომ უცილოდ დიდია რუსთველი და თანავარსკვლავედი მისი,მაგრამ არა ნაკლებად საამაყოა ჩვენთვის ბოლნისის,ჯვარის,სვეტიცხოვლიელის,წრომის,ბედიას,მარტვილის,თოღვას და გელათის დიდოსტატები.
მე ვწუხდი,რომ ასეთი შედევრების ხუროთმძღვრებს დავიწყების ჩრდილი მიჰფენოდათ სახეზე. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც წავატანე ხელი კონსტანტინე არსაკიძისათვის მკლავის მოკვეთის მშვენიერ ლეგენდას.ზოგიერთ კრიტიკოსს აგრე მოეჩვენა,თითქოს მთავარი გმირი ამ რომანისა გიორგი პირველი იყოს და არა კონსტანტინე არსაკიძე… ამ შემთხვევაში სათაურს უნდა დაუკვირდეს მკითხველი.მოვლენათა ფოკუსში მოქცეულია მკლავის წარკვეთის ამბავი,ესეიგი განწირული ბედი დიდი ხელოვანისა ტირანულ სახელმწიფოში.უნდა ვიცოდეთ,რომ ოცზე მეტი საუკუნის მანძილზე არსებითად სამ რამეში ისახელა თავი ქართველმა კაცმა თავი: ომში,მწერლობასა და ხუროთმოძღვრებაში”. (ავტორი გენია.ჯი)