რა უპასუხა საფრანგეთის ყველაზე ცნობილმა ჯალათმა ნაპოლეონ ბონაპარტს?
სანსონების გვარის დინასტიამ საფრანგეთში იმით “გაითქვა” სახელი,რომ აღნიშნული გვარის წარმომადგენლების უმრავლესობა პროფესიით – ჯალათები იყვნენ.მათ შორის ყველაზე ცნობილ ჯალათს – შარლ ანრი სანსონი (1739-1806 წლები) წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) “დიდი სანსონის” (ამ მეტსახელით მოიხსენიებდნენ მას) მსახვრალ ხელს თავის დროზე ემსხვერპლნენ ისეთი ცნობილი ისტორიული პიროვნებები,როგორებიც გახლდნენ – ლუი XVI, მარი-ანტუანეტი,რობერსპიერი,დანტონი,შარლოტა კორდე და სხვები.
ერთ დღეს ნაპოლენ I ბონაპარტმა სანსონი თავისთან იხმო.გარდა იმისა,რომ შარლი “სახელგანთქმული” ჯალათი იყო,იგი ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანთან ერთობ პირდაპირობით გამორჩეულიც ყოფილა.
” – შესაძლებელია კი, 3 000 ადამიანის სიკვდილით დასჯის შემდეგ მშვიდი ძილი? – ჰკითხა შარლს ბონაპარტმა.
- თუკი ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის მომსპობ მეფეებს,იმპერატორებსა და დიქტატორებს მშვიდად სძინავთ,რატომ არ უნდა ეძინოს მშვიდად ჯალათს? – გაიკვირვა სანსონმა. – (ავტორი გენია.ჯი)