რეი დაგლას ბრედბერი – “ეპიზოდი”
უნიკალური მეხსიერების მქონე დიდი ამერიკელი მწერალი – რეი დაგლას ბრედბერი (1920-2012 წლები),თავისი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს მჯდარა ავტომობილის საჭესთან.ამის უმთავრესი მიზეზი გახლდათ ის ორი საშინელი ავარია,რომლის თვითმხილველიც იგი ბავშვობაში გახდა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ 800 ლიტერატურული ქმნილების ავტორის დიდი ბებია – მერი ბრედბერი გახლდათ ის ქალი,რომელიც 1692-1693 წლებში გამართული ეგრეთ წოდებული “სალემის ჯადოქართა სამსჯავროს სასამართლო პროცესის” მიმდინარეობისას სხვა 19 ჯადოქრობაში ბრალდებულთან ერთად გაასამართლეს,დამნაშავედ სცნეს,სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ჩამოახრჩვეს.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული ფაქტის სინამდვილეში ბევრს ეპარებოდა ეჭვი,თავად რეი დაგლას ბრედბერი ამ ისტორიის უტყუარობაში ღრმად იყო დარწმუნებული. – (ავტორი გენია.ჯი)