იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,გენიალური მუსიკალური ქმნილება – “მთვარის სონატა” – სმენადაქვეითებულმა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა თავის მოსწავლესა და შეყვარებულ ქალს – ჯულიეტა გვიჩარდის მიუძღვნა.ცნობილია ისიც,რომ გვიჩარდიმ ბეთჰოვენს სხვა მამაკაცი,კერძოდ – რობერტ ჰალენბერგი არჩია.დროთა განმავლობაში გვიჩარდი დიდი ეკონომიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა,რის გამოც ავსტრიაში ჩასული იძულებული გახდა ბეთჰოვენისათვის მიეკითხა და ფინანსური დახმარება ეთხოვა.კომპოზიტორმა ჯულიეტას ფინანსური დახმარება მართლაც აღმოუჩინა,მაგრამ წასვლის წინ კატეგორიულად გააფრთილა,რომ მომავალში მისგან თავი შორს დაეჭირა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2.დიდი ირლანდიელი მწერალი და “გულივერის თავგდასავლების” ავტორი - ჯონათან სვიფტი (1667-1745 წლები) – “ალცჰეიმერის დაავადებით” იტანჯებოდა (თავის ტვინის დაავადება,რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით).აღნიშნული დაავადების გამო იგი ხშირად კარგავდა ორიენტაციისა და მახსოვრობის უნარს.
* * *
3. მიუხედავად იმისა,რომ პოპულარული ბრაზილიელი მწერალი – პაულო კოელიო ოთხჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში,იმდენად სძულდა საქორწინო ბეჭედი,რომ იგი არასოდეს უტარებია.
* * *
4. “ჩემი პირველი მასწავლებელი მამაჩემის წიგნებით სავსე ჩემოდანი იყო”, – ამბობდა სიღარიბეში გაზრდილი რუსი მეიგავე – ივანე კრილოვი.
* * *
5. რამდენიმე წყაროს მტკიცებით,რომის საღვთო იმპერიის იმპერატორების ტახტზე ასასვლელი კიბეები იერუსალიმიდან,კერძოდ ქრისტეს საფლავიდან წამოღებული მარმარილოს ფილებით იყო მოპირკეთებული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ირლანდიული წარმომავლობის მქონე დიდი ინგლისელი მწერლისა და დრამატურგის – ოსკარ უაილდის დედა – ჯეინ ფრანჩესკა უაილდი ლექსების წერით იყო გატაცებული.იგი თავის პოეტურ ქმნილებებს – “Speronza”-ს ანუ “იმედის” ფსევდონიმით აქვეყნებდა.
* * *
7. ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი – ელისაბედ I (ქალწული დედოფალი) აბაზანებს სამ თვეში ერთხელ იღებდა.მიუხედავად ამისა,იგი ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას იმაზე,რომ სისუფთავისა და ჰიგიენის განსაკუთრებული მოყვარული იყო.
* * *
8. იტალიის ყველაზე ცნობილი ჯალათი – ჯოვანი ბატისტა ბუგატი,რომელმაც 516 ადამიანი დასაჯა სიკვდილით,იმ სიკვდილმისჯილებს,რომლებიც თავად უნდა დაესაჯა, – “პაციენტებად” მოიხსენიებდა.
* * *
9. XVII საუკუნის საქართველოში უამრავმა ადამიანმა მიუძღვნა თავისი ცხოვრება ღვთის სამსახურს.ამის დასადატურებლად ისიც საკმარისი იქნება,თუ ავღნიშნავთ,რომ იმ პერიოდის დავით გარეჯის მონასტერში – 6 000 ბერი (რომლებიც უმოწყალოდ იქნენ განადგურებული შაჰ-აბას I-ის ურდოების მიერ),ხოლო შიო მღვიმის მონასტერში კი 5 000 ბერი მოღვაწეობდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. ყოველი წლის 25 იანვარს შოტლანდიაში ეწყობა გენიალური რომანტიკოსი შოტლანდიელი პოეტის – რობერტ ბერნსის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები.