რა ამაზრზენ ქმედებაში სდებდნენ ბრალს მოლიერს?
1662 წლის 23 იანვარს პარიზში განთავსებულ სენ-ჟერმენ-ლ’ოქსერუას გოტიკურ ტაძარში, 40 წლის ასაკში მყოფმა გენიალურმა ფრანგმა დრამატურგმა – ჟან-ბატისტ პოლკენმა (1622-1673 წლები),იგივე – მოლიერმა,მასზე 20 წლით უმცროს მსახიობ ქალზე – არმანდა ბეჟარზე დაიწერა ჯვარი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ქორწინებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა და სკანდალი გამოიწვია.რაოდენ საკვირველი და ამაზრზენიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ მოლიერს ბრალი დასდეს საკუთარ ქალიშვილზე დანაშაულებრივ დაქორწინებაში.ამის მიზეზი გახლდათ ის გარემოება,რომ არმანდას უფროს დას – მადლენა ბეჟარსა და მოლიერს შორის ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ინტიმური ურთიერთობა სუფევდა (იმ პერიოდში მათ ერთად ჩამოაყალიბეს თეატრალური დასი,სახელწოდებით – “ბრწყინვალე თეატრი”).ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ არმანდამდე,რომელსაც მადლენი უმცროს დად მოიხსენიებდა (ასევეა ოფიციალურადაც მოხსენიებული),მას უკვე ჰყავდა გასტონ ორლეანელთან თანაცხოვრებბის შედეგად უკანონოდ შობილი ქალიშვილი – ფრანსუაზა. (ავტორი გენია.ჯი) ეჭვებს ბადებდა ისიც,რომ არმანდა,რომელსაც მადლენა უმცროს დას უწოდებდა,მადლენაზე 24 წლით უმცროსი იყო.
მოლიერის დაცვა საკუთარ თავზე აიღო საფრანგეთის “მეფე-მზედ” წოდებულმა – ლუი XIV-მ,რომელიც თავის მხრივ,პოლკენისა და ბეჟარის პირველი შვილის ნათლია იყო.მიუხედავად ესოდენ გავლენიანი პერსონის მხრდაჭერისა,მოლიერის მიმართ ბრალდებები კვლავაც გაისმოდა.გარდა ზემოაღნიშნული მოვლენებისა,ფრანგი დრამატურგისათვის აღნიშნული ქორწინება სხვა მხრივაც წარუმატებელი აღმოჩნდა,რადგან არმანდა ერთობ სუსტი ნებისყოფის მქონე ქალი აღმოჩნდა.ამბობენ,რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე მის საყვარელ მამაკაცებს წარმოადგენდნენ ისეთი ფრანგი დიდებულები,როგორებიც იყვნენ – ლოზენის ჰერცოგი,გრაფი დე გიში,მიშელ ბარონი,დიუბულე და სხვები.
საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ არმანდა ამ აღვირახსნილ ქმედებებს იმ სახლის საძინებელში სჩადიოდა,სადაც მასსა და მოლიერს ერთად უწევდათ თანაცხოვრება, და ეს კარგად უწყოდა ქმარმაც.მიუხედავად ამისა,მოლიერი ცოლს მაინც არ გაშორებია. – (ავტორი გენია.ჯი)
არმანდა ბეჟარი
მადლენა ბეჟარი