ჰასია რასა – “ეპიზოდი”
ადრეული ეპოქის სანსკრიტულ ლიტერატურაში ფართოდ იყო გავრცელებული ტრადიციული სანსკრიტული კომედიური ჟანრი,რომელსაც – “ჰასია რასა”-ს უწოდებდნენ (“ჰასია” – სანსკრიტული ენიდან თარგმანით – “სიცილს” აღნიშნავს).თავის მხრივ,იგი ძველი ინდური “ნატიაშასტრას” ტრაქტატატზე დაფუძნებულ რვა ლიტერატურული ჟანრის (რასა) ნაირსახეობიდან ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) “ჰასია რასას” უმთავრესი მიზანი ადამიანებში კარგი და მხიარული განწყობის შეტანა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესო გახლდათ ჰასიას წარმოდგენებისას დამკვიდრებული ერთი მეტად უცნაური ტრადიცია.მაგალითად,მაღალი სოციალური ფენის მქონეები მხოლოდ გაღიმებასა და ჩუმ ხორხოცს ანიჭებდნენ უპირატესობას; საშუალო კლასის წარმომადგენლებისათვის – ხმამაღალი სიცილი იყო მისაღები,ხოლო უმდაბლესი სოციალური კლასის ადამიანებს კი შეეძლოთ ჰასიას წარმოდგენისას ცრემლებამდეც კი ხმამაღლა ეცინათ.საყურადღებოა ისიც,რომ ასეთი სახის წარმოდგენებზე აუცილებელი იყო მედიკოსების დასწრება,რათა სიცილის არაკონტროლირებადი შეტევისაგან ადამიანებს გართულებები არ შექმნოდათ. – (ავტორი გენია.ჯი)