ფიდელ კასტრო – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,კუბის რევოლუციის ლიდერი და მთავრობის მეთაური 1956-2006 წლებში – ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუსი (1926-2016 წლები) მუდმივად ატარებდა ხშირ წვერს. (ავტორი გენია.ჯი) წვერის ტარება კასტრომ ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო.ბევრის ვარაუდობდით ახალგაზრდა რევოლუციონერმა წვერის ტარება იმიტომ დაიწყო,რომ იგი პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ სიმბოლოდ იყო მიჩნეული.თუმცა სინამდვილეში ამის უმთავრეს მიზეზს სხვა პრაქტიკული დანიშნულება წარმოადგენდა: ტყეში პარტიზანად გასულმა კომანდანტემ ამ მეთოდით ძვირფასი დროის ეკონომიურად დაზოგვის სურვილი გამოხატა.თავად კასტრო აღნიშნული საკითხის შესახებ წერდა: “თუკი ყოველდღიურად 15 წუთს წვერის გაპარსვას დავუთმობ,წელიწადში ამ საქმისათვის 50 000 წუთის დახარჯვა მომიწევს.ჩემთვის კი უმჯობესია,რომ ეს დრო სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას დავუთმო”. – (ავტორი გენია.ჯი)