დედა ტერეზა – “ეპიზოდი”

თანამედროვე მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 1910 წლის 26 აგვისტოს დაბადებული სახელოვანი ალბანელი კათოლიკე მონაზონი - აგნეს გონჯე ბოიაჯუ (1910-1997 წლები),იგივე – დედა ტერეზა,თავის დაბადების დღის “ნამდვილ” თარიღად არა 26 აგვისტოს,არამედ 27 აგვისტოს მიიჩნევდა.ეს გახლდათ ის დღე,როდესაც წინა დღით ქვეყნიერებას მოვლენილი პატარა აგნესა კათოლიკედ მონათლეს.დედა ტერეზამ თავისი ცხოვრების უდიდესი პერიოდი “ინდის ხალხის” ქვეყანაში – ინდოეთში გაატარა,სადაც 1927 წელს, 19 წლის ასაკში ჩავიდა.”სისხლით ალბანელი ვარ,მოქალაქეობით ინდოელი,რწმენით კათოლიკე მონაზონი.რაც შეეხება ჩემს მოწოდებას,მე მსოფლიოს ვეკუთვნი.ხოლო რაც ჩემს გულს შეეხება,იგი სრულყოფილად ეკუთვნის იესოს”, – წერდა დედა ტერეზა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>