ბრიუს ლი – “ეპიზოდი”
ტვინის შეშუპების შედეგად სულ რაღაც 33 წლის ასაკში გარდაცვლილი კუნგ ფუს გენიალური ჩინელი ოსტატი,მსახიობი და ფილოსოფოსი – ბრიუს ლი (1940-1973 წლები),ჩინური კალენდრის მიხედვით დრაკონის წლიწადში,დრაკონის დღესა და დრაკონის საათში დაიბადა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მშობლები მას ბავშვობაში – “ლი სიაოლუნი”-ს,ანუ “პატარა დრაკონი”-ს მეტსახელით მოიხსენებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ბრიუს ლის ბაბუა (დედის მხრიდან) 100 პროცენტით გერმანელი იყო,რის გამოც იგი არაერთხელ მოექცა ჩინეთში რასისტული და დისკრიმინაციული ქმედებების ქვეშ.თავისი წარმომავლობის გამო ბრიუსს 1950-იან წლებში უამრავმა კუნგ ფუს სკოლამ განუცხადა უარი მიღებაზე.ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა,რომ ახალგაზრდულ ასაკში მყოფი ლი “ვეფხვები ჯანკშნ-სტრიტიდან” ქუჩის ბანდის მეთაურად იქცა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გემით მიმავალმა ბრიუს ლიმ,რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარი გააჩნდა ჯიბეში,გადაწყვიტა ფული გზაშივე გამოემუშავებინა.ამ მიზნის განახორციელებლად ცუდი მხედველობის მქონე გენიალურმა კუნგ ფუს ოსტატმა გემის პირველი კლასის მგზავრებისათვის “ჩა-ჩა-ჩა”-ს ლათინოამერეკული ცეკვის სწავლების კურსს მიჰყო ხელი და შეიძლება ითქვას,რომ გაუმართლა კიდეც.აშშ-ი დამკვიდრებული ბრიუსის ჰობს არა მხოლოდ საბრძოლო ხელოვნება,არამედ წიგნების კითხვაც წარმოადგენდა.ცნობილია,რომ მის შესანიშნავ ბიბლიოთეკაში 2 000-ზე მეტი წიგნი იყო დაცული,რომელთაც ლი თითქმის ყოველდღიურად კითხულობდა.თუმცა,წიგნებისაგან და საბრძოლო ხელოვნებისაგან განსხვავებით,როგორც ამას ლის ძმა – რობერტი ირწმუნებოდა,საშინლად ბრიუსს სძულებია წყალი და არც ცოდნია ცურვა.”მნიშვნელოვანი ის კი არ არის,რას გასცემ,არამედ ის,თუ როგორ გასცემ”, – ამბობდა ქველმოქმედების მოყვარული მსახიობი,რომელიც არც იმას უარყოფდა,რომ საკუთარი თავის პირველი მტერი – თავად იყო. – (ავტორი გენია.ჯი)