დარიჩინის შესახებ…
განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით სახელგანთქმული სანელებლის - დარიჩინის შესახებ ინფორმაცია ადამიანებისათვის უძველესი ეპოქებიდან არის ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი) თავისი მნიშვნელოვანი დანიშნულების გამოისობით,იგი იმთავითვე მაღალი ფასით გამოირჩეოდა.სწორედ ამიტომაც მიართმევდნენ ხშირად მას ძღვენის სახით ძლიერთა ამა სოფლისათა.მათ შორის მონარქებსაც კი.დარიჩინის პირველი იმპორტირების ფაქტი ეგვიპტეში ძვ.წ.აღ-ით 2 000 წლის წინათ დაფიქირდა ჩინეთიდან.მოგვიანებით,იგი ეგვიპტიდან ევროპაშიც იქნა გავრცელებული.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ დარიჩინი მოხსენიებულია ისეთ მნიშვნელოვან რელიგიურ წიგნში,როგორიც გახლავთ – “წიგნი გამოსვლათა” (ბიბლიის მეორე კანონიკური წიგნი).გარდა ამისა,დარიჩინი თავის ქმნილებებში მოხსენიებული აქვს გენიალურ ძველ ბერძენ ისტორიკოსს – ჰეროდოტესა და სხვა ანტიკური ხანის ავტორებს.ზოგიერთი მათგანი აღნიშნავდა,რომ მას ხშირად გამოიყენებდნენ ძველი რომაელები გარდაცვლილთა კრემაციის დროს.მაგალითად,თავისი სასტიკი და აღვირახსნილი ქმედებებით განთქმულმა რომის ოდიოზმა იმპერატომა – ნერონმა “მარადიულ ქალაქში” არსებული სურნელოვანი დარიჩინის ერთი წლის მარაგი გამოიყენა თავისი მეუღლის – პოპეია საბინას ცხედრის კრემაციისას.
შუა საუკუნეებში დარიჩინის იმპორტის მონოპოლია ევროპის მასშტაბით ხელში ვენეციელმა ვაჭრებმა ჩაიგდეს.თუმცა ეგვიპტეში მამლუქების დინასტიის გაბატონებამ და ოსმალეთის იმპერიის ქმედებებმა ევროპელები იძულებული გახადა ახალი გზები ეძიათ დარიჩინის ევროპაში გადასატანად (მანამდე ძირითადი საზღვაო გზა აზიიდან ალექსანდრიის პორტზე გადიოდა). XVIII საუკუნისათვის დარიჩინის პოპულარობა დაჩრდილული იქნა ისეთი სახის პროდუქტებით,როგორებიცაა – ჩაი,ყავა,შაქარი და კაკაო.მიუხედავად ამისა,მას დღემდე ფართოდ გამოიყენებენ მედიცინაში,ხოლო ბევრი დიასახლისისათვის კი იგი ერთ-ერთ საყვარელ სანელებელს წარმოადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)
დარიჩინის ხე