დედოფალი სონია – “ეპიზოდი”

1991 წლის 17 ნოემბერს ნორვეგიის სამეფოს დედოფალი გახდა ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ს მეუღლე - სონია ჰარალდსენი. (ავტორი გენია.ჯი) სკანდინავიური ქვეყნის აღნიშნულ მონარქზე თქვენი ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში იგი გახლავთ პირველი და ერთადერთი დედოფალი (მონარქი),რომელიც კი ოდესმე ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტს სწვევია.ანტარკტიდის ყინულოვან კონტინენტზე,კერძოდ კი დედოფალ მოდის მიწაზე დედოფალი სონია ნორვეგიის სამეფო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი სატრანსპორტო თვითმფრინავით 2005 წელს ჩაფრინდა.ამ საშინელი კლიმატის მქონე კონტინენტზე დედოფალი სონიას ჩასვლის უმთავრეს მიზანს იმავე ტერიტორიაზე ახლადდაარსებული ნორვეგიული სამეცნიერო-კვლევითი სადგურის – “ტროლი”-ს გახსნა წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)

დედოფალი სონია ანტარქტიდაზე ხსნის “ტროლის” ნორვეგიულ სამეცნიერო-კვლევით სადგურს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>