იგნაც ფილიპ ზემელვაისი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი ყველაზე პირველი სწავლული,რომელმაც სხვადასხვა ვირუსული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით “ხელების დაბანის” ჰიგიენური პროცედურის აუცილებლობას გაუწია პროპაგანდა,გახლდათ სახელოვანი უნგრელი ექიმი,პროფესორი და ასეპტიკის ფუძემდებელი – იგნაც ფილიპ ზემელვაისი (1818-1865 წლები).გაეროს ბავშვთა ფონდის – “UNICEF”-ის უშუალო ძალისხმევით 2008 წელს – 15 ოქტომბერი “ხელების დაბანის საერთაშორისო დღედ” იქნა გამოცხადებული.
P.S. როგორც ცნობილია, 2014 წელს აფრიკის კონტინენტზე არსებულ სახელმწიფო – ლიბერიის რესპუბლიკაში გავრცელებული იქნა “ებოლას” საშინელი ვირუსული დაავადება.აღნიშნულ წელს ქვეყნის მასშტაბით უნდა ჩატარებულიყო ლიბერიის საპარლამენტო არჩევნები.”ებოლას” ვირუსული ინფექციის თავიდან აცილების მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ჯერ სიცხეს უსინჯავდნენ,ხოლო შემდეგ კი იმავე საარჩევნო უბნებზე ქლორინის სადეზინფექციო ხსნარით აბანინებდნენ ხელებს. – (ავტორი გენია.ჯი)