რა დატვირთვას ატარებს კენიელთათვის “უჰურუს ბაღები”?

აფრიკის კონტინენტზე განთავსებული სახელმწიფოს – კენიის რესპუბლიკის დედაქალაქ ნაირობიში არსებული “უჰურუს ბაღები” აღნიშნული ქვეყნის მოსახლეობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი მემორიალური პარკია. (ავტორი გენია.ჯი) ეს სწორედ ის ადგილია,სადაც 1963 წლის 12 დეკემბერს პირველად იქნა აღმართული დამოუკიდებელი კენიის ეროვნული დროშა.შესაბამისად,”უჰურუს ბაღები” სუვერენული კენიის დაბადების ადგილად არის მიჩნეული.ნიშანდობლივია ისიც,რომ თავად სიტყვა “უჰურუ”,სუაჰილის ენაზე – “თავისუფლებას” აღნიშნავს. 1966 წელს უჰურუს ბაღებში აგებული იქნა მემორიალური კომპლექსი,რომელსაც უმალვე მაენიჭა “ეროვნული ძეგლის” სტატუსი.იმ ადგილას კი,სადაც პირველად იქნა აღმართული დამოუკიდებელი კენიის ეროვნული დროშა,დარგული იქნა თუთისებრთა ოჯახის სუბტროპიკული მცენარე – ლეღვი.მცენარე,რომლის ფოთლებითაც დაიფარა “წიგნი დაბადებისას” მიხედვით ადამმა და ევამ პირველად თავიანთი სიშიშვლე.გარდა ისტორიული მნიშვნელობისა,”უჰურუს ბაღებს” რეკრეაციული დანიშნულებაც გააჩნია: მასში შესვლა მსურველებისათვის დილის რვა საათიდან საღამოს ექვს საათამდე არის შესაძლებელი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>