მუსულმანი მუჰამედი და ქრისტიანი სამირი
ზემოთ განთავსებული ფოტო გადაღებული იქნა 1889 წელს დასავლეთ აზიაში განთავსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფოში – სირიაში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფოტო საყოველთაოდ იქნა აღიარებული XIX საუკუნის ყველაზე უცნაურ,ყველაზე ლამაზ და ყველაზე მგრძნობიარე ფოტოდ.მასზე გამოსახულია ორი ადამიანი – მუსულმანური სარწმუნოების მქონე ბრმა – მუჰამედი და სხეულით სრულად პარალიზებული ჯუჯა ქრისტიანი – სამირი.ამ ორი შესანიშნავი ადამიანის ირგვლივ რომ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები არ არსებობდეს,შესაძლოა მათ შესახებ მონათხრობი ისტორია სიმართლედ არც კი მიეჩნიათ.
დღესდღეობით არავინ იცის,თუ რამ დააკავშირა ერთმანეთთან მუჰამედი და სამირი,თუმცა-კი ცნობილია,რომ მუჰამედმა თვალის სინათლე პატარაობაში დაკარგა,ხოლო სამირი,რომელსაც მოგვიანებით პარალიჩმა მთელი სხეული წაართვა,იმთავითვე ჯუჯა დაიბადა.ისინი ობლები იყვნენ და მრავალი წლის განმავლობაში ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდნენ.მათთვის ერთი იყო სიხარული და ერთი იყო ტკივილი.
ყოველ დილით მუჰამედი ზურგზე შემოისვამდა თავის ერთგულ მეგობარ სამირს და ქალაქების ქუჩებში დაეხეტებოდა,რათა ამ დაუნდობელ სამყაროში რომელიმე კეთილი და ღვთისნიერი ადამიანისგან დაუმადლებელი ლუკმა-პური მიეღოთ.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ მუჰამედი და სამირი არა მხოლოდ უერთგულესი მეგობრები,არამედ ერთმანეთის თვალები და ფეხებიც კი იყვნენ (და ალბათ ხვდებიც კიდეც რატომ).როგორც ამბობენ,როდესაც სამირი გარდაცვლილა,მუჰამედი იმდენად დაუმწუხრებია მეგობრის სიკვდილს,რომ სამირის გარდაცვალებიდან სულ რაღაც ერთიოდე კვირაში,საშინელი ჯავრისაგან თავადაც გამოთხოვებია წუთისოფელს.
მუჰამედისა და სამირის შესახებ გავრცელებული რეალური ისტორია ბრწყინვალე მაგალითია იმისა,თუ როგორ უნდა იცხოვრონ იდილიურ ურთიერთობაში ერთად სხვადასხვა ეეროვნული წარმომავლობისა,თუ სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის მქონე ადამიანებმა; თუ როგორ უნდა გაუწოდონ ერთმანეთს ხელი დასახმარებლად,მიუხედავად მათი ეროვნებისა და რწმენისა. – (ავტორი გენია.ჯი)