“დამაკვირდი”

1. “ბოროტების მთესავი ხორცი ყოველნაირი სენის ბუდეა,მისი ალერსი არავის ჰშვენის”. – ვასილ ბარნოვი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. “სიჭაბუკე და სიბერე ორი სხვადასხვა კიდეა,ერთი რომ ჯაჭვით აბია,მეორე ბეწვზე ჰკიდია”.

* * *

3. “მეგობრობა ვისაც ვთხოვე,ჩემთვის წყალი არ დაღვარა,რომ მოვკვდები,რაღად მინდა,გინდ მაქონ და გინდა არა”. – რაფიელ ერისთავი

* * *

4. ”განა ყველას შეუძლიან აზიდოს ჯვარი გოლგოთაზედ, თუნდ სხვის დახმარებით!” – ვასილ ბარნოვი

* * *

5. “თითქმის ჩვენი ისტორია სავსეა ღალატის მაგალითებით, და თუ მიღებულია თქმად,რომ ჩვენი ისტორია მარტიოლოგიაა,ესე იგი,რჯულისათვის წამებულთა მატიანეო,ისეთისავე სითამამით შეიძლება ითქვას,რომ იგივე ისტორია დაუსრულებელის ღალატის მატიანეც არის”. – კიტა აბაშიძე

* * *

6. “კაცთა შორის საქმე ისე ადვილად როდი სწყდება,როგორც ჯიხვთა და ირემთა შორის.აქ ბრძოლა სიკვდილამდის მიდის, და ბრძოლის შემდეგ კიდევ ვერა ჰყოფს უზრუნველს გამარჯვებულს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. “დაუვიწყარია სიყრმის მეგობარი.თუნდ გაგყაროთ ცხოვრების გზამ,მაინც მისი სახე ნათლად არის აღბეჭდილი გულში,როგორც ბალღობისავე დროსთან შეკავშირებული სურათი ცხოვრებისა თუ ბუნებისა”. – ვასილ ბარნოვი

* * *

8.  ”ოღონდ თბილი,გამაცოცხლებელი ცრემლი მოჰხვდეს ჩემს მკერდს და მკვდარიც კი გავცოცხლდები”. – შიო არაგვისპირელი

* * *

9. „ამბობენ: აკაკიმ სოფელში თავისი სახლის ფანჯარა ამოაქოლინა, – საკუთარი ტყის გაჩეხისათვის რომ არ ემზირაო (გლეხები იპარავდნენ თურმე მისი ტყიდან შეშას).

სხვა ვინ იქმოდა ამას, – გინდ მაშინ, გინდა დღეს?

დიდი კაცი იყო ცხონებული, ნამდვილად დიდი!” – მუხრან მაჭავარიანი

* * *

10. “ქალი თხა არ არის,არც დედალი ცხვარი,რომ იმას დამორჩილდეს სიამოვნებით,ვინც გამარჯვებული დარჩება.ქალის გულს თავისი მოთხოვნილება აქვს,აქვს თავისი ჟინი,რომლის წინააღმდეგაც ვერას გახდება ვერავითარი გამარჯვება.მართალია,ქალსაც მოსწონს ძალა,გრძნობა,გამარჯვება,მაგრამ ყოველსავე ამას მაშინ აქვს მნიშვნელობა,თუ მისი გულიც გამარჯვებულისაკენ იწევს.შესაძლოა სიმამაცემ და რაინდულმა გამარჯვებამ ქალის გულში საყვარული დაჰბადოს,მაგრამ არ შეუძლიან კი უეცრად დაბადებულისა და გაძლიერებულის სიყვარულის ცეცხლი ჩააქროს”. – კიტა აბაშიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>