გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ მიმართული ბელგიური გაზეთი-პაროდია

მას შემდეგ,რაც ნაცისტურმა გერმანიამ ბელგიის სამეფოს ოკუპაცია მოახდინა,ოკუპანტებმა პროპაგანდისტული მიზნებით ხელში ჩაიგდეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე დიდი ტირაჟით გამომავალი ბელგიური გაზეთი – “Le Soir”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ გაზეთს ისინი რამდენიმე ხნის განმავლობაში მასიურად გამოიყენებდნენ  თავიანთი პროპაგანდისათვის,თუმცა 1943 წლის 9 ნოემბერს ოკუპანტთა და ბელგიელეთა გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა,რომ ამ დღეს გაყიდვაში ჩაშვებული “Le Soir”-ი წინა სხვა ნომრებისაგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო.გაზეთის გარეკანზე თითქოს შესამჩნევი სხვაობა არაფერი იყო,მაგრამ შიდა ფურცლებზე აღწერილი ირეალური ისტორიები აშკარად გერმანელ ოკუპანტთა წინააღმდეგ იყო მიმართული.გარდა ამისა,გაზეთის იმ მონაკვეთზე,სადაც ნეკროლოგებს აქვეყნდებდნენ,იმ მაღალჩინოსანი ნაცისტი გერმანელების სახელები და გვარები ეწერა,რომლებიც სინამდვილეში ჯერ კიდევ ცოცხალთა რიგებში ირიცხებოდნენ.

როგორც შემდგომ გაირკვა,”Le Soir”-ის პაროდიული ნომერი ბელგიური წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ იქნა შემუშავებული.ამ შესანიშნავი არაძალადობრივი საპროტესტო მეთოდით ისინი ბელგიელ ხალხს მოუწოდებდნენ წინააღმდეგობის მოძრაობაში გაწევრიანებისაკენ.მიზნის განსახორციელებლად მათ მიერ დაიქირავებული იყვნენ როგორც მწერლები,ასევე მულტიპიკატორები და მბეჭდავები,რომელთა დახმარებითაც შექმნილი იქნა ”Le Soir”-ის ზუსტი,თუმცა ყალბი ასლები 5 000-იანი ტირაჟით.

ბელგიური წინააღმდეგობის მოძრაობის ასეთი სახის პროტესტმა ოკუპანტები გააცოფა,რის გამოც მათ საქმეში უმალვე ჩართეს “გესტაპო”.ძიების დაწყებიდან რამდენიმე ხანში “გესტაპოს” მიერ დაკავებული იქნა ზემოაღნიშნული საქმის ორი ორგანიზატორი – ფერდინანდ ველენსი და თეო მალირი,რომლებიც ჯერ სასტიკად აწამეს,ბოლოს კი დახვრიტეს კიდეც. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>