კოუტოუ

კოუტოუ – წარმოადგენდა ჩინეთის საიმპერატორო კარზე მიღებულ სიმბოლური დატვირთვის მქონე სტერეოტიპულ ჩვეულებას, და შესაძლოა ითქვას,ჩინურ დიპლომატიურ ეტიკეტს,რომლის თანახმადაც იმპერატორის წინაშე წარმდგარ ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის უცხოური სახელმწიფოების ელჩებსაც) “ზეციური წარმომავლობის” სტატუსით აღჭურვილი იმპერატორს წინაშე მისდამი თაყვანისცემის გამოხატვის ნიშნად სამჯერ უნდა მოეყარა მუხლი,თავი იატაკამდე დაეხარა და შემდგომ ცხრაჯერ წაეკითხა წერილობითი თხოვნა მისი მიღების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სხვადასხვა ისტორიული წყაროები მოწმობენ,სწორედ ასეთი მეთოდით მიესალმა მინის დინასტიის ერთ-ერთ იმპერატორს თვით იაპონიის ცენტრალიზებული სახელმწიფოს ფუძემდებელი (გამაერთიანებელი) – ტოიოტომი ჰიდეიოსი (1536-1598 წლები).

იმპერატორის წინაშე წარმდგარი ჩინელებისათვის კოუტოუს აქტის აღსრულება პრობლემას არ წარმოადგენდა (ისინი ასეთივე წესით ხვდებოდნენ მოსმართლეებსაც,რომლებიც თავის მხრივ,იმპერატორის წარმომადგენლებად იყვნენ მიჩნეულნი),თუმცა-კი ასეთ აქტს ერთობ დამამცირებელ ფორმად მიიჩნევდნენ ევროპელები,რის გამოც მრავალმა უცხოური სახელმწიფოს ელჩმა კატეგორიული უარი განაცხადა მის აღსრულებაზე.შესაბამისად,ისინი დაშვებული არ იქნენ იმპერატორთან შეხვედრაზე.საყურადღებოა ის გარემოება,რომ კოუტოუს ჩინურმა დიპლომატიურმა ეტიკეტმა ბევრ ევროპულ ქვეყანასთან გაართულა არა მხოლოდ დიპლომატიური,რამედ სავაჭრო ურთიერთობებიც.იმის გამო რომ რიგი სახელმწიფოების ელჩებმა უარი განაცხადებდეს ასეთი დამამცირებელი ფორმით ჩინეთის მმართველის წინაშე წარდგომაზე,ისინი დაუყონებლივ იქნენ ქვეყნიდან გაძევებული.მათ შორის ერთ-ერთ გაძევებულს წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის სახელოვანი ელჩი – უილიამ პიტ ამჰერსტი.

საბოლოო ჯამში,კოუტოუს დიპლომატიური ეტიკეტი გაუქმებული იქნა ოპიუმის ომის შემდგომ პერიოდში,კერძოდ ცინის დინასტიის მმართველობის ჟამს,რამაც თავის მხრივ ბევრად დაალაგა ჩინეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის როგორც დიპლომატიური,ასევე სავაჭრო ურთიერთობებიც. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>