ჯეინ ოსტინი – “ეპიზოდი”
პოპულარული რომანების – “სიამაყე და ცრურწმენა” და “გრძნობა და გონების” ავტორი,დიდი ინგლისელი მწერალი ქალი – ჯეინ ოსტინი (1775-1817 წლები) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დედასთან – კასანდრასთან,დასთან – ჯეინ კასანდრასთან,მეგობარ გოგონასთან და სამ მოსამსახურესთან ერთად ცხოვრობდა ბინაში. (ავტორი გენია.ჯი) თავისი საცხოვრებელი პირობები ჯეინს დიდ დისკომფორტს უქმნიდა,რადგან მას განმარტოებით ყოფნა და ნორმალურ,მშვიდ გარემოში მუშაობა თითქმის არ შეეძლო.აღნიშნული ფაქტის შესახებ იგი წერდა – “წარმოუდგენელია,როგორ უნდა დაწერო ნაწარმოებები იქ,სადაც ყურში ათასი რამ ჩაგესმის და თავში ათასი აზრი გიტრიალებსო”.სწორედ ამ მიზეზით ხდებოდა იგი იძულებული,თავისი ლიტერატურული ქმნილებები სახლის სასტუმრო ოთახში დაეწერა,სადაც თავის მხრივ,ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვინმეს მისთვის ხელი შეეშალა მუშაობაში.ოსტინების ოჯახში სტუმრების მისვლის შემთხვევაში,ლიტერატურული მოღვაწეობით დაკავებული ჯეინი იძულებული ხდებოდა მუშაობა შეეწყვიტა და მისი ქმნილებები სასტუმრო ოთახში სპეციალურად განთავსებულ ხისგან მოწნულ თავსახურიან კალათაში გადაემალა.იმისათვის,რომ ჯეინს ნორმალურ გარემოში მისცემოდა მუშაობის საშუალება,მისმა დამ – ჯეინ კასანდრამ სახლიდან სამივე მოსამსახურე დაითხოვა და ყველა საოჯახო საქმის გაძღოლა საკუთარ თავზე აიღო,რისთვისაც ოსტინი საკუთარი დის დიდად მადლიერი დარჩა მთელი ცხოვრების განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)