“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. “რამდენადაც ბევრ სიმართლეს ვამბობთ ხუმრობით,იმდენად ბევრ ტყუილს ვამბობთ სერიოზულობით”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “სანამ ცუდზე იფიქრებდეთ,კარგზე დაფიქრდით”.
* * *
3. “არ იფიქროთ,რომ ამქვეყნად ყველა ნაძირალაა.არსებობენ ნორმალური ადამიანებიც”.
* * *
4. “ომი – როგორც წესი,ყველას სჯის.განსაკუთრებით კი – უდანაშაულოებს”.
* * *
5. “თუკი ჩვენი ბედისწერა უკვე დაწერილია,უნდა გვეყოს სიმამაცე,რომ სცენარი შევცვალოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “ყოველი სახლის ფანჯარაში თავისებური სიუჟეტი თამაშდება”.
* * *
7. “რჩევა: თუკი არ გსურთ,რომ კომიკოსებმა გაუწიონ კომენტარი პოლიტიკას,არ აირჩიოთ ჯამბაზები”.
* * *
8. “სულელად მოიხსენიებენ იმას,ვინც მიზნის მისაღწევად რთულ გზას ირჩევს”.
* * *
9. “ძალაუფლების ერთი წვეთიც კი რყვნის ადამიანებს”.
* * *
10. “ყველანი სხავადასხვა ზღვაში ვცურავთ,თუმცა საბოლოო ჯამში,მაინც ყველა ერთ ნაპირზე გავდივართ”. – (ავტორი გენია.ჯი)