ამბროზ გვინეტ ბირსი

ამბროზ გვინეტ ბირსი - დაიბადა 1842 წლის 24 ივნისს,ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ სოფელში (ამერიკა).იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ამერიკელ მწერალს და ჟურნალისტს,რომლის შემოქმედების ძირითადი ჟანრები გახლდათ იუმორისტული და საშინელებათა მოტივების თხზულებები.სულ 13 დედმამიშვილი იყო,რომლების სახელებიც მხოლოდ ასო-ბგერა “ა”-ზე იწყებოდა,მაგალითად: აბიგაილი,ადისონი,ანა,ამელია და ასე შემდეგ.ბავშვობის ძირითადი წლები ინდიანას შტატის ქალაქ ეკლჰარტში გაატარა. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ჩაეწერა მოხალისედ მე-9 პოლკში,ჩრდილოელთა არმიაში.1962 წელს გადაყვანილ იქნა გენერალ უილიამ ჰეიზენის დაქვემდებარებულ ნაწილში და შემდგომ შტაბში,სადაც ასრულებდა ტოპოგრაფისა და კარტოგრაფის მოვალეობას.1864 წლის ივნისში,თავის არეში მიიღო უმძიმესი ჭრილობა,თუმცა საბედნიეროდ გადარჩა.მიუხედავად უმძიმესი ჭრილობისა,1865 წელს იგი კვლავ უბრუნდება არმიას და მონაწილეობას იღებს ცხენოსანთა ექსპედიციაში დასავლეთის დაბლობებზე.1866 წელს კი მიემგზავრება სან-ფრანცისკოში,სადაც მაიორის ჩინი მიენიჭა,რის შემდეგაც იგი არმიიდან საბოლოოდ მიდის.ომის შემდგომ პროფესია რამდენჯერმე შეიცვალა და მალე ჟურნალისტად იწყებს მიშაობას,გაზეთ “ნიუზ ლეტერში’.1871 წლის 25 დეკემბერს დაქორწინდა მერი ელენ დეიზე და 1872 წელს მეუღლესთან ერთად,რედაქციის დავალებით  მიემგზავრება ლონდონში.ამ პერიოდში ინგლისში ძალიან პოპულარულები იყვნენ ამერიკელი მწერლები და ინგლისში მყოფი აქვეყნებს სტატიებს და მისი ენაკვიმატი სტატიებისათვის ზედსახელი “წიწაკიანი ბირსიც” კი მიიღო.1876 წელს ბრუნდება ამერიკაში და მუშაობას იწყებს სან-ფრანცისკოს გაზეთ “სანდი-ეკზემინერში”,მოგვიანებით კი გადადის დაკოტას შტატში.მიუხედავად პროფესიული წარმატებისა იგი პირადი ცხოვრების ყველა უბედურების მომსწრე ხდება: 1899 წელს,ერთ-ერთი ქალბატონისათვის გამართულ დუელში ეღუპება უფროსი ვაჟი; 1901 წელს,უმცროსი ვაჟი ეღუპება პნევმონიის შედეგად; 1904 წელს დაცილდა მეუღლე,რომელიც რამდენიმე თვეში (1905 წელს) გარდაიცვალა და ამ მოვლენებმა მის ფსიქოლოგიურ და მორალურ პორტრეტზე გამანადგურებლად იმოქმედა.1913 წლის დასასრულს,უკვე ხანში შესულმა მწერალმა გაემგზავრა ამერიკის სამხრეთით,სადაც მოინახულა მისი წარსული ბრძოლების ადგილები,რის შემდეგაც ლუიზიანას შტატის გავლით გადავიდა ტეხასის შტატში. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოოდ კი მექსიკაში ჩავიდა,სადაც იმ პერიოდისათვის რევოლუცია მიმდინარეობდა (1910-1917 წლები).მის უკანასკნელ წერილში,რომელიც მან მეგობარს 1913 წლის 26 დეკემბერს გაუგზავნა,უკანასკნელი სიტყვები ასეთი იყო: “რაც შემეხება მე,ხვალ მივემგზავრები აქედან უცნობი მიმართულებით”.ამის შემდგომ ბირის კვალი სამუდამოდ იკარგება და აღნიშნული იდუმალი გაუჩინარება დღემდე დიდი ინტერესის მატარებელია ამერიკაში.არის ვერსია,რომ იგი დაიღუპა 1914 წლის 11 იანვარს ოხინაგასთან ბრძოლის დროს,თუმცა აღნიშნული დოკუმენტალურად დადასტურებული დღემდე არ არის და არც ისაა ზუსტად ცნობილი,ბირსმა მიიღო თუა არა ამ ბრძოლაში მონაწილეობა.მისი პირველი ნაწარმოები გახლდათ: “მოჩვენებების ველი”,რომელიც დაწერილ და გამოქვეყნებულ იქნა 1871 წელს,ჟურნალ “ოვერენდ მანსლში”.ლიტერატურული დებიუტი ბირსისათვის მთლად წარმატებული ვერ აღმოჩნდა და შემდგომ წლებში აქვეყნებს: “სიკვდილის ცეკვა”,”ბერი და ჯალათის ქალიშვილი”,”სატანის ლექსიკონი”,”ცხოვრების შუაგულში” და სხვა ნაწარმოებები.1909-1912 წლებში,ქვეყნდება ერთადერთი კრებული ყველა მისი ნაწარმოებებისა 12 ტომის ოდენობით,რომლის ტირაჟი სულ რაღაც 250 ეგზემპლარი იყო.საბოლოო ჯამში მისმა შემოქმედებამ,რომელიც ამერიკული ნოველის ტრადიციის გამგრძელებელი გახლდათ,დიდი მოწონება დაიმსახურა მკითხველში და გამოირჩეოდა წინადადებების მოხდენილი წყობით.მის შესახებ დიდი ამერიკელი მწერალი – ჰოვარდ ლავკაფტი,წერდა: “ბირსი იყო ექსცენტრიული და პირქუში ჟურნალისტი,რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ომში,თუმცა საბედნიეროდ გადარჩა და დაწერა რამდენიმე უკვდავი თხზულება.1913 წელს კი ყველასათვის მოულოდნელად “იდუმალ ნისლში” გაუჩინარდა. (ავტორი გენია.ჯი) და შესაძლოა ვთქვათ,რომ მან ამერიკული ლიტერატურის,საგანძურის ფონდის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა”.აღსანიშნავია,რომ ბირსის ნაწარმოებებმა დიდი გავლენა იქონია არა მარტო ლიტერატურულ სამყაროში,არამედ მისი თხზულებების მიხედვით გადაღებულ იქნა კინო-ფილმებიც.