ალექსეი გასტევი წერდა…
“ბევრი ნანობდა თავისუფლების დაკარგვას,მაგრამ ცოტა იყო ისეთი,ვინც მის დასაბრუნებლად თავს საფრთხეში ჩაიგდებდა.ასეთ შემთხვევაში,როდესაც ადამიანი გრძნობს და წყევლის თავის სისუსტეს,მაგრამ მის დაძლევას მაინც ვერ ახერხებს,რათა სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს და იუდა ისკარიოტელივით თავი არ მოიკლას,ისიც გართობას ეძლევა.მაგრამ აღვირახსნილობასთან ერთად ერთად მატულობს თვალთმაქცობა და ფარისევლობაც და ზოგიერთები სიმშვიდეს ეკლესიებსა და მღვდლებთან პოვებენ.ადამიანი კი ისეა მოწყობილი,რომ,თუ თავად ინანიებს და თავს იდანაშაულებს,სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს და, თუ ეს ასე არ ხდება,ეჭვით შეპყრობილი,იწყებს გულმოდგინედ სხვების დასმენას,რათა დაამტკიცოს,რომ ადამიანების ის მცირე რაოდენობაც,რომლებიც ინარჩუნებენ ზომიერების გრძნობას ამ საყოველთაო აღვირახსნილობის დროს,ასევე არიან ჩაფლულნი გარყვნილებაში.რამდენადაც დამსმენს არანაირი სარწმუნო საბუთი ხელში არ უჭირავს,უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ იყენებს ისეთ საშინელ იარაღს,როგორიცაა ჭორი.იმ შემთხვევაში,როცა ამბის ნამდვილი არსი უცნობია,ყოველთვის შეიძლება რაღაც უარესის ვარაუდი,ხოლო უანგარო თანამშრომლობაში – უზნეობისა და ბიწიერების დანახვა”. – (ავტორი გენია.ჯი)