ვიცოდეთ,რომ…

1. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქალაქ – დუტივაში 1974 წელს დაბადებულ სამხრეთ აფრიკელ პოეტს,მუსიკოსსა და მსახიობს – ზოლანი მკივას – “აფრიკული პოეზიის მეფედ” მოიხსენიებენ. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. დედამიწაზე არსებულ კუნძულოვან სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდ სახელმწიფოს (მათ შორის მუსულმანური მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაც) სამხრეთ აზიასა და ოკეანეთში არსებული – ინდონეზიის რესპუბლიკა წარმოადგენს (ცნობისათვის,მისი ფართობი 1 904 569 კვადრატული კილომეტრია)

* * *

3. ისლამური რელიგიის გავრცელებამ ინდონეზიის კუნძულოვან სახელმწიფოში XIV საუკუნეში აიღო სათავე.მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა ინდუიზმის,ბუდიზმისა და სხვა ანიმიზმური ფორმის რელიგიის მიმდევარი გახლდათ.

* * *

4. შუა ატლანტიკურ ქედზე არსებული კუნძულოვანი ქვეყანა – ისლანდიის რესპუბლიკა ერთადერთი “NATO”-ს წევრი სახელმწიფოა,რომელსაც რეგულარული არმია არ გააჩნია.

* * *

5. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ ნაყინის პირველი ნიმუში,რომელსაც დღემდე – “ფალუდე”-ს სახელით მოიხსენიებენ, ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში ირანში გამოჩნდა.შესაბამისად,ნაყინის სამშობლოდ ირანია მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში პირველი არაბი,პირველი მუსულმანი და სამეფო საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი,რომელმაც კოსმოსი (1985 წელს) დალაშქრა,გახლავთ საუდის არაბეთის მეფის – სალმანის ვაჟი,პრინცი – სულთან იბნ სალმან იბნ აბდელ აზიზ ალ საუდი.

* * *

7. ესპანელების მიერ დატყვევებული ინკების უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველის – ატაჰუალპას გამოსასყიდად ინკებმა ესპანელებს 1533 წლის 18 ივნისს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი გამოსასყიდი გადაუხადა 6 ტონა ოქროსა და ორჯერ მეტი ვერცხლის სახით.აღნიშნული გამოსასყიდის ღირებულება თანამედროვე კურსით 7 მილიარდი ამერიკული დოლარია.

* * *

8. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განთავსებულ ლიბანის რესპუბლიკაში იმდენად ბევრი რაოდენობის ბანკები ფუნქციონირებენ,რომ მას – “ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიად” მოიხსენიებენ. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9. ყაზახეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვანი ქვეყანაა.აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე 120 ეთნოსისა და ეროვნების მქონე ხალხი ცხოვრობს.

* * *

10. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ცენტრალურ ევროპაში განთავსებული სლოვაკეთის რესპუბლიკა ერთადერთი სახელმწიფოა,რომლის ტერიტორიაზე არც ერთი მეჩეთი არ არსებობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>