ბრძოლა ფრანგული ენის წინააღმდეგ – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებული კამბოჯის სამეფო ვიეტნამის შემდეგ ყველაზე ფრანგულენოვანი ქვეყანა გახლდათ მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი ფრანგულ ენაზე მეტყველებდა.”წითელი ქმერების” სადისტური კომუნისტური მოძრაობის კამბოჯის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე ხანში დაწყებული იქნა სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებები ქვეყნის იმ მოქალაქების წინააღმდეგ,რომლებიც ფრანგული ენის მცოდნენი იყვნენ.ფრანგული ენის ერთხელ და სამუდამოდ ამოძირკვის მიზნით წითელი ქმერები არა მხოლოდ აპატიმრებდნენ ფრანგული ენის მცოდნე თანამემამულეებს,არამედ,უმეტესწილად – სიკვდილითაც კი სჯიდნენ მათ.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ერუდირებული საზოგადოების მიმართ ერთობ მტრული დამოკიდებულების მქონე წითელი ქმერების მსხვერპლთა უმრავლესობა (და მათი რაოდენობა ასეულ ათასობით განისაზღვრებოდა) ფრანგული ენის მცოდნე კამბოჯელები იყვნენ. – (ავტორი გენია.ჯი)