“მოპსის ორდენის” შესახებ…
1738 წელს რომის პაპმა კლემენტ XII-მ გამოსცა ბულა,რომლის თანახმადაც კათოლიკეებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ ამა თუ იმ მასონურ ლოჟაში გაწევრიანება.პაპის ბრძანების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში,ურჩებს ეკლესიიდან განკვეთა და შეჩვენება ემუქრებოდათ. (ავტორი გენია.ჯი) კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის ბულამ მასონთა რიგებში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა ერთობ შეამცირა.გარდა ამისა,მასონებმა დაიწყეს არა მხოლოდ გასაიდუმლობული შეკრებები,არამედ მათი მოღვაწეობის გასაიდუმლოებაც.
როგორც ცნობილია, XVIII საუკუნის ევროპულ არისტოკრატია “მოსპსომანიამ” მოიცვა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ანტიკური ხანის ჩინეთში გამოყვანილი ძაღლის ჯიშის – მოპსის წარმომადგენლებმა ყველა თავმოყვარე და გავლენიანი ევროპელი არისტოკრატის ოჯახში დაიდეს ბინა. 1740 წელს ბავარიის ჰერცოგის – კლემენტ ავგუსტ ბავარიელის მიერ დაარსებული იქნა არისტოკრატებისაგან დაკომპლექტებული ერთ-ერთი მასონური ლოჟა,სახელწოდებით – “მოპსის ორდენი”.თავდაპირველად აღნიშნულ ორდენში კათოლიკეებს შეეძლოთ გაწევრიანება,მოგვიანებით კი ლოჟაში დაშვებული იქნენ პროტესტანტებიც. (ავტორი გენია.ჯი) “მოპსის ორდენს” სხვა მასონური ლოჟებისაგან განსხვავებით საკუთარ რიგებში სუსტი სქესის წარმომადგენლების მიღების უფლებაც გააჩნდა.ორდენის სიმბოლოდ იქცა მოსპის გამოსახულება,იმ მოპსისა,რომელიც ერთგულებასთან და საიმედოობასთან სიმბოლირდებოდა.მეტად საინტერესო და უჩვეულო გახლდათ “მოპსის ორდენში” გაწევრიანების რიტუალი: ორდენის ახალი წევრი ვალდებული იყო ყელზე ძაღლის საბელი შეება და დახურულ კარებზე ფხაჭუნი დაეწყო,რათა მისთვის ოთახში შესვლის უფლება მიეცათ.ასეთი გამოსვლის შემდეგ,ლოჟის წევრები მას კარებს უღებდნენ,თუმცა მანამდე თვალებს უხვევდნენ.ოთახში შესულს იმ ხალიჩის ირგვლივ დაატარებდნენ,რომელზედაც მოპსის გამოსხულება იყო აღბეჭდილი.ამ დროს ორდენის სხვა წევრები ძაღლის მსგავსად ხმამაღლა ჰყეფდნენ.ლოჟაში გაწევრიანების რიტუალის ფინალურ ნაწილში “მოპსის ორდენის” ახალი წევრს ფაიფურისაგან დამზადებული მოპსის ქანდაკების უკანალზე უცილობლად უნდა ეკოცნა.
“მოპსის ორდენის” გავლენიანი წარმომადგენლები მოპსის გამოსახულებიან ვერცხლის მედალიონებს ატარებდნენ და ისინი ერთმანეთს მოპსისვე სახელით მიმართავდნენ. 1748 წელს,ანუ ორდენის დაარსებიდან 8 წლის შემდეგ,კათოლიკურმა ეკლესიამ იგი კანონგარეშე სცნო და აკრძალა.რიგი მკვლევარების ირწმუნება,რომ “მოპსის ორდენი” 1907 წლამდე ფუნქციონირებდა,რის შემდგომაც საბოლოოდ იქნა გაუქმებული. – (ავტორი გენია.ჯი)