კრიშტოვან და გამა – “ეპიზოდი”
კრიშტოვან და გამა (1516-1542 წლები) – წარმოადგენდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის სახელოვანი პორტუგალიელი მოგზაურისა და ინდოეთის ვიცე-მეფის – ვასკო და გამას ვაჟს,რომელმაც მამისაგან განსხვავებით,სამხედრო საქმეს მიჰყო ხელი. (ავტორი გენია.ჯი) მან მონაწილეობა მიიღო ეთიოპიაში ოსმალ დამპყრობლებთან წარმოებულ ომში,რა დროსაც ხელში დაჭრილი კრიშტოვანი ტყვედ იქნა აყვანილი.ოსმალებმა ვასკო დე გამას ვაჟს ქრისტიანული სარწმუნოების დათმობა ურჩიეს,თუმცა მან საკუთარი რწმენის დათმობასა და ისლამური რელიგიის მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა,რის გამოც იგი სასტიკი წამების მსხვერპლი შეიქნა.მიუხედავად გაუსაძლისი ტანჯვა-წამებისა და შეურაცხყოფებისა,ქრისტიანული რელიგიის გულმხურვალე აპოლოგეტმა სულის სიმტკიცე არ დაჰკარგა და საკუთარი სიცოცხლე უფალს მიუძღვნა. 1542 წლის 29 აგვისტოს ოსმალმა ჯალათებმა სახელოვანი მამის მამაც ვაჟიშვილს თავი მოჰკვეთეს.მოგვიანებით კრიშტოვან და გამას მოკვეთილი თავი სამშობლოში გადაასვენეს,სადაც მის ხსოვნას საკადრისი პატივი მიაგო პორტუგალიელმა ხალხმა.ვასკო და გამას ვაჟის სიცოცხლის უკანასკნელი პერიპეტიები (მათ შორის მისი სასტიკი წამებები და სიკვდილით დასჯა) მრავალ პორტუგალიელ ისტორიკოსს აქვს გადმოცემული თავიანთ ქმნილებებში. – (ავტორი გენია.ჯი)
ვასკო და გამა