გურამ ოდიშარიას მოსაზრებები…
“მგალობელ ჩიტს გალიის კარები მხოლოდ მაშინ გაუღეს,როდესაც მოკვდა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ზოგჯერ ადამიანები ადვილად ემორჩილებიან ხან გიჟებს,ხანაც – გარეწრებს”.
* * *
“ზნეობას ერთი მისამართი აქვს,უზნეობას – მრავალი”.
* * *
“თუ გინდა ელაპარაკო მომავალს,წარსულთან სასაუბრო ენა უნდა იცოდე”.
* * *
“ყოველთვის,ყველა დროში იბადებოდნენ ასეთი ადამიანები: შიშის მთესველები და სინდისის გამაუპატიურებლები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დედამიწა სამშობლოების გაერთიანებაა; ოღონდ პრობლემა იმაშია,რომ ეს სამშობლოები ერთ პლანეტაზე ვერ ეტევიან”.
* * *
“ხალხი ყოველდღე,ყოველ წუთს მზადაა მეტი თავისუფლებისა და მეტი მონობისთვის”.
* * *
“პირველყოფილ ადამიანს თავისი პირველყოფილება გაუხანგრძლივდა და დღემდე მოჰყვება”.
* * *
“გავიდა დრო და კაცმა,რომლის სიცოცხლეს ბარაბას სიცოცხლე ამჯობინეს,რომიც დაიპყრო და პლანეტის უდიდესი ნაწილიც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თუ მოხდა ისე,რომ მართლა მოვკვდი,იქონიეთ სინდისი და ნუ გამაღვიძებთ”.