ბობი ფიშერი – “ეპიზოდი”
ისლანდიური წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი მოჭადრაკისა და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის - ბობი ფიშერის (1943-2008 წლები) შესახებ ერთნი ამბობდნენ,რომ იგი ამერიკის ეროვნული გმირი იყო,მეორენი კი მას დეზერტირად და გამყიდველად მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ასეთი სკანდალური რეპუტაციისა,ფაქტია,რომ ფიშერი ფენომენალური ინტელექტის მოქნე პიროვნება იყო (მისი ინტელექტის კოეფიციენტი – 186 შეადგენდა).ბობის კომუნისტი მამა – ჰანს-გერჰარდ ფიშერი ებრაული წარმომავლობის მქონე გერმანელი მათემატიკოსი და ბიოლოგი გახლდათ,რომელიც საბჭოთა კავშირიდან აშშ-ი ემიგრირდა,ხოლო დედა ასევე ებრაელი ქალი – რეგინა კი შესანიშნავ პოლიგლოტს წარმოადგენდა.დედის მსგავსად ბობიც რამდენიმე უცხო ენას ფლობდა.კერძოდ კი ხუთ ენას – გერმანულს,ესპანურს,სერბულს,ხორვატულს და რუსულ ენებს.გარდა ჭადრაკისა,მისი ინტერესის ობიექტს ასევე წარმოადგენდა – ისტორია,ფილოსოფია,ლიტერატურა და მუსიკა.
ჯერ კიდევ მოზარდი ფიშერი ჭადრაკში თავისი მოწინააღმდეგების შესახებ შემდეგ განცხადებას აკეთებდა: “მე სიამოვნებას მანიჭებს არა მხოლოდ გამარჯვებები,არამედ მოწინააღმდეგების სრული განადგურება.ჰოროსკოპის მიხედვით თევზის თანავარსკვლავედის ქვეშ დავიბადე,თუმცა მე – დიდი თევზი ვარ.ის თევზი,რომელიც გადაყლაპავს ყველა გროსმეისტერს და მსოფლიო ჩემპიონი გახდება”.ბობი ფიშერმა თავისი სიტყვა მართლაც შეასრულა და წლების გასვლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მიუხედავად თავისი ებრაული წარმომავლობისა,ფიშერი მაინც წუხდა,რომ ებრაელებმა მთელ მსოფლიოში იგდეს ხელში ძალაუფლება.გარდა ამისა,იგი აშშ-ი მაცხოვრებელ აფროამერიკელ მოსახლეობას მოუწოდებდა,რომ ამერიკის კონტინენტი დაეტოვებინათ და მშობლიურ აფრიკას დაბრუნებოდნენ.ის მიწა კი,რომელზეც ისინი ცხოვრობდნენ ადგილობრივი,მკვიდრი ინდიელი მოსახლეობისათვის დაეთმოთ დიდსულოვნად. – (ავტორი გენია.ჯი)