რატომ უწოდებენ 37 წლის ასაკს პოეტებისათვის საბედისწეროს?
ამბობენ, რომ 37 წლის ასაკი პოეტებისათვის საბედისწერო ასაკიაო. სხვა მრავალ ცნობილ ადამიანთან ერთად, ასევე ფიქრობდა გამოჩენილი რუსი მუსიკოსი და პოეტი – ვლადიმერ ვისოცკიც, რომელმაც აღნიშნულ საკითხს ლექსიც კი მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენად საბედისწეროა 37 წლის ასაკი პოეტებისათვის,ამის განსჯა შესაძლებელია იმ სახელოვანი პოეტების ბიოგრაფიების თვალის გადავლებითაც,რომლებიც სწორედ რომ აღნიშნულ ასაკში გამოეთხოვენ წუთისოფელს.მაგალითად,გენიალური შოტლანდიელი რომანტიკოსი პოეტი – რობერტ ბერნსი 37 წლის ასაკში ქრონიკულ დაავადებას ემსხვერპლა; ჯორჯ გორდონ ბაირონი იმავე ასაკში ცხელების შედეგად გარდაიცვალა; ალექსანდრე პუშკინი 37 წლის გახლდათ,როდესაც დანტესის ტყვიამ დუელში იმსხვერპლა; არტურ რემბო ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მასიურად მოხმარების შედეგად კიბოს საშინელი სენით დაავადდა და სრულიად ახალგაზრდა, 37 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს; ასეთივე ბედი ეწია 37 წლის ასაკში მყოფ ალექსანდრე ოდოევკისაც,იგი ცხელების შედეგად გარდაიცვალა; ფსიქიატრიულ კლინიკაში მყოფი დანიელ ჰარმსიც პოეტებისათვის საბედისწერო ასაკად წოდებულ პერიოდში აღესრულა.გარდა ამისა, 37 წლის ასაკში გამოეთხოვენ წუთისოფელს – ალექსანდრე აფინოგენოვი,ლეონიდ ლავროვი,ვასილი ალექსანდროვსკი და სხვები.საყურადღებოა ის გარემოება,რომ 37 წლის ასაკში დაასრულეს სიცოცხლე ისეთმა გენიალურმა მხატვრებმაც,როგორებიც იყვნენ – ვინსენტ ვან გოგი,რაფაელ სანტი და ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი. და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, 37 წლის ასაკში ტუბერკულიოზის შედეგად გარდაიცვალა გენიალური ქართველი პოეტი – ლადო ასათიანი. – (ავტორი გენია.ჯი)