ჯეფრი ჰადსონი – “ეპიზოდი”
ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფეს – ჩარლზ I სტიუარტს მეტად უცნაური ფორმით პირველად წარუდგინეს 8 წლის ასაკში მყოფი ცნობილი ყასაბის ვაჟი - ჯეფრი ჰადსონი (1619-1682 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ბირმინჰემის ჰერცოგმა,რომელმაც მეფის საპატივცემულოდ დიდებული სუფრა გაშალა,გადაწყვიტა,რომ ჩარლზის გუნება-განწყობილებაზეც სათანადოდ ეზრუნა.ამიტომ მისი ბრძანებით მზარეულებმა 37 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ჰადსონი,რომელსაც შემდგომ “ჯუჯების მეფე” უწოდეს,დიდი მოცულობის მქონე ნამცხვრის შიგთავსში გაახვიეს და ლანგარზე დადებული,ასეთი სახით მიართვეს იგი მეფესა და დედოფალს.ბირმინჰემის ჰერცოგის ჩანაფიქრმა გაამართლა,რადგან აღნიშნულმა სიურპრიზმა სუფრაზე დიდი მხიარულება გამოიწვია.
მალევე ჯუჯა ჯეფრი დედოფალ ჰენრიეტა მარიას ნდობით აღჭურვილი პირი გახდა და შესაბამისად,მან მონარქის სამეფო სასახლის კარზეც დაიდო ბინა.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ თავმოყვარე ჰადსონს თავის სიცოცხლეში ორჯერ მოუხდა მონაწილეობის მიღება დუელში.პირველად ჯეფრიმ დუელში ის ინდაური იმსხვერპლა,რომელმაც მისი სუფრიდან საჭმელი მოიპარა და რომელიც მასზე არა მხოლოდ 10 კილოგრამით მძიმე,არამედ მასზე გაცილებით მაღალიც კი იყო.ხოლო მეორეჯერ კი მან დუელში გამოიწვია ინგლისელი ბარონის – უილიამ კროფტის ძმა,რომელიც ჯეფრის მისი ფიზიკური აღნაგობის გამოისობით მუდმივად დასცინოდა და აბუჩად იგდებდა.ჰადსონსა და კროფტს შორის გასამართი დუელის დაწყებისას ჯეფრის კიდევ უფრო დამცირების მიზნით კროფტსი ცეცხლსასროლი იარაღის ნაცვლად წლით სავსე – ოყნით გამოცხადდა,რასაც იგი საბოლოო ჯამში შეეწირა კიდეც.მოწინააღმდეგის მხრიდან ესოდენ შეურაცხყოფილმა ჰადსონმა დამბაჩიდან ზუსტი გასროლით საიქიოს გაისტუმრა მისი აბუჩად ამგდები კროფტსი.აღნიშნულმა დუელმა საზოგადოებაში არა მხოლოდ დიდი სკანდალი,არამედ სამეფოს მასშტაბით დუელის გაუქმებაც კი გამოიწვია.თავად ჯეფრი სამეფო სასახლიდან გაძევებული იქნა,რამაც მისი შემდგომი ცხოვრება ნამდვილ კატასტროფად აქცია. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთ განთავსებულ სურათზე გამოსახული არიან ჰეფრი ჰადსონი და დედოფალი ჰენრიეტა მარია