რა ბედი ეწია პირველ ინგლისურენოვან ბიბლიასა და მისი თარგმანის ავტორს?
ისტორიის ადრეულ ეტაპებზე დამკვიდრებული მოსაზრებით,რიგ ევროპულ ქვეყნებში ქრისტიანთა წმინდა წიგნი – “ბიბლია” მხოლოდ და მხოლოდ ლათინურ ენებზე უნდა წაკითხულიყო. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად ამ უდიადესი რელიგიური წიგნის წაკითხვის საშუალება მხოლოდ იმ ადამიანებს გააჩნდათ,რომლებიც ლათინური ენის მცოდნეები იყვნენ.ასეთ ადამიანებს კი იმ პერიოდისათვის (თუ მხედველობაში არ მივიღებთ სწავლულებს) ძირითადად სასულიერო პირები წარმოადგენდნენ,რომლებიც თავის მხრივ მრევლს აწვდიდნენ ინფორმაციას ბიბლიაში მოყვანილი ფაქტების შესახებ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ინგლისში,ის ადამიანი,რომელიც ბიბლიის თარგმანს მშობლიურ (ინგლისურ) ენაზე გაბედავდა და მას გამოაქვეყნებდა,საშინელი სასჯელი ელოდა.მიუხედავად მოსალოდნელი უმკაცრესი სასჯელისა,ბიბლიის თარგმნა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად თავის თავზე მაინც აიღო დიდმა ინგლისელმა საწავლულმა-ჰუმანისტმა და პროტესტანტმა რეფორმატორმა - უილიამ ტინდეილმა (1494-1536 წლები).მან 1525 წელს დაასრულა ლათინური ენიდან ინგლისურ ენაზე ახალი აღთქმის თარგმნა.ტინდეილის მიერ თარგმნილი ახალი აღთქმა მოსახლეობაში იმთავითვე უდიდესი ინტერესის საგანი გახდა,რამაც მას ბიძგი მისცა ძველი აღთქმაც ეთარგმნა.
უილიამის მიერ თარგმნილი ბიბლია იმთავითვე უარყოფილი იქნა არა მხოლოდ ქვეყნის სამეფო ხელისუფლების,არამედ უმაღლესი სასულიერო პირების მხრიდანაც.ამის თვალნათელ მაგალითს წარმოადგენს ლონდონის იმ პერიოდის ეპისკოპოსი.მისი უშუალო ძალისხმევითა და ფინანსებით შეძენილი იქნა “ტინდეილის ბიბლიად” წოდებული წმინდა წიგნის ინგლისურ ენაზე ნათარგმნი პირველი ეგზემლარების უდიდესი ნაწილი და რაც არ უნდა საკვირველი იყოს,ფაქტია,რომ ქრისტიანი ეპისკოპოსის მიერ ისინი საჯაროდ და “საზეიმო” ვითრებაში იქნენ განადგურებულნი კოცონზე.ინგლისურ ენაზე ბიბლიის პირველი მთარგმნელი კი ერეტიკოსად შერაცხეს და ეკლესიიდან განკვეთეს.მოგვიანებით,კერძოდ, 1536 წლის 6 ოქტომბერს,მანაც ისეთივე ბედი გაიზიარა,როგორც მის მიერ გამოქვეყნებულმა პირველმა ინგლისურენოვანი ბიბლიის ეგზემპლარებმა – უილიამ ტინდეილი კოცონზე დაწვეს 1536 წელს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში. – (ავტორი გენია.ჯი)