დეფოლიაცია – „ეპიზოდი”
ვიეტნამის ომის მიმდინარეობის პერიოდში (1964-1975 წლები) ამერიკელმა სამხედროებმა ვიეტნამის გაუვალ ჯუნგლებში თავშეფარებული ვიეტნამელი პარტიზანების აღმოსაჩენად ერთობ ეფექტური და უწყინარი აგრარული მეთოდის გამოყენება დაიწყეს. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების ათეულობით თვითმფრინავი და ათეულობით ვერტმფრენი ჩაერთო ვიეტნამის ჯუნგლების მასიური დეფოლიაციის პროცესში.თავის მხრივ კი,დეფოლიაცია წარმოადგენს მცენარეებისათვის ფოთლების ხელოვნური მეთოდით მოცილების (შეწამვლის) პროცესს სპეციალური პრეპარატის – დეფოლიანტის გამოყენებით.აღნიშნული მეთოდი ვიეტნამის უსიერ ჯუნგლებში შეფარებული ვიეტნამელი პარტიზანების აღმოჩენის საქმეში იმდენად წარმატებული აღმოჩნდა,რომ მას ამერიკული ავიაცია წლების განმავლობაში გამოიყენებდა ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე განთავსებულ ქვეყანაში. – (ავტორი გენია.ჯი)