ჯორჯონე – „სამი ფილოსოფოსი”

„სამი ფილოსოფოსი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრისა და ვენეციური სახვითი სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ჯორჯო ბარბარელი და კასტელფრანკოს (1477-1510 წლები),იგივე – ჯორჯონეს მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ დიდებულ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ აღნიშნულ ტილოზე მუშაობა ჯორჯონემ 1505 წელს დაიწყო ალქიმიითა და ოკულტიზმით მოხიბლული ვენეციელი ვაჭრის ტადეო კონტარინის შეკვეთის საფუძველზე.თუმცა 1509 წელს მასზე მუშაობა დასრულებული იქნა არა კასტელფრანკოს,არამედ მისივე შემოქმედების თაყვანისმცემელი კოლეგის – სებასტიანო დელ პომბოს (1485-1547 წლები) მიერ.უცილობლად უნდა შევნიშნოთ ისიც,რომ სურათის ძირითადი და უდიდესი ნაწილი ჯორჯონეს ფუნჯს განეკუთვნება.

ტილოს სიმაღლე 123 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 144 სანტიმეტრი.მასზე გამოსახულია სხვადასხვა ასაკში მყოფი სამი ფილოსოფოსი – მოზარდი,ზრდასრული მამაკაცი და მოხუცი.თავისი სახელწოდება ტილომ – “სამი ფილოსოფოსი”,ცნობილი ვენეციელი პატრიციის – მარკარტონიო მიკელის “ჩანაწერებიდან” მიიღო,რომელმაც იგი პირველად ერთ-ერთი ვენეციელი მოქალაქის სახლში იხილა. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ,სურათის სიუჟეტი მოხუცის სახით ასახავს – ძველ ბერძნულ ფილოსოფიას,ზრდასრული მამაკაცის სახით – არაბულ ფილოსოფიას,ხოლო მოზარდის სახით კი – აღორძინების ხანის ფილოსოფიას.

ჯორჯონეს სურათი – „სამი ფილოსოფოსი” რამდენიმე ინტერპრეტაციას შეიცავს.ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვერსიით,ტილოზე ასახული სიუჟეტი გახლავთ ალეგორია იმისა,თუ როგორ გადაეცა ძველ ბერძნული ფილოსოფიური ცოდნა იტალიური რენესანსის ეპოქას არაბული თარგმანების მეშვეობითა და დახმარებით.ასეთ შემთხვევაში,მოხუცი ძველ ბერძენი ფილოსოფოსად პლატონს ან არისტოტელეს განიხილავენ,არაბ ფილოსოფოსად – ავიცენასა და იბნ რუშდს,ხოლო მოზარდ ფილოსოფოსად კი – აღორძინების ეპოქის მეცნიერებას გულისხმობენ.გარდა ზემოაღნიშნული პიროვნებებისა,ტილოზე წარმოდგენილ სავარაუდო პერსონაჟებად ასევე განიხილავენ – პითაგორას,სოლომონ მეფეს (ბრძენს),არისტარქე სამოსელს,თალეს მილეტელსა და სხვებსა და სხვებს.

მეორე ჰიპოთეზის თანახმად,სურათის სიუჟეტი მოზარდის,ზრდასრული მამაკაცისა და მოხუცის სახით წარმოგვიდნეს ევროპული ცივილიზაციის სამ ეტაპს – ანტიკურ ხანას,შუა საუკუნეებსა და აღორძინების ეპოქას.მესამე ვერსია კი ირწმუნება,რომ მასზე გამოსახულია აბრაამისეული სამი რელიგია – ქრისტიანობის,ისლამისა და იუდაიზმის სახით.

დღესდღეობით,ჯორჯო ბარბარელი და კასტელფრანკოს მიერ შექმნილი ტილო – “სამი ფილოსოფოსი” დაცულია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განთავსებულ ხელოვნების ისტორიის მუზეუმში. – (ავტორი გენია.ჯი)

ჯორჯონე

სებასტიანო დელ პომბო (“სამი ფილოსოფოსის” თანაავტორი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>