ფრაზეოლოგია „ადამიანის” შესახებ…
„ადამიანო! სხვისი სულის გაძარცვით საკუთარ სულს ვერასოდეს გაიმდიდრებ!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანსა და ეშმაკს შორის ჩინეთის დიდი კედელი არ არსებობს”. – მორიმურა სეიტი
* * *
„ადამიანებს მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო: ყველანი განსხვავებულები არიან”. – რობერტ ზენდი
* * *
„ადამიანებთან ყოველგვარმა ურთიერთობამ მხოლოდ ერთი რამ მასწავლა: მარტოობის ფასი”. – ელენა პოლინა
* * *
„ბევრად უფრო იოლია დაიბადო ადამიანად,ვიდრე მოკვდე ადამიანად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსებობენ ისეთი ადამიანებიც,რომელთა სახეებზეც მათი წინაპრების მიერ ჩადენილი ცოდვებია აღბეჭდილი”. – ჰატლგრიმ ჰელგასონი
* * *
„იცით რატომ არ იცვლებიან ადამიანები? იმიტომ რომ არ სურთ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ადამიანში სთვლემს მონსტრი”.
* * *
„ყოველ ჩვენგანს გააჩნია თავისი აუშვიცი,ყოველი ჩვენგანი ერთდროულად – ტუსაღიც არის და ზედამხედველიც,ყოველი ჩვენგანი ერთდროულად – მსხვერპლიც არის და ჯალათიც”. – ტატიანა ვარსოცკაია
* * *
„ადამიანები ყოველთვის შოულობენ ფულს ომისათვის,თუმცა არასოდეს მშვიდობისა და ადამიანებისათვის”. – დევიდ აიკი
* * *
„ღმერთები თავიანთი ბილიკით დადიან,ადამიანები კი – თავიანთით”. – მეი სანდრა