ჟესტების ენა – „ეპიზოდი”

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცირე დასახლებებად ცხოვრობენ – ურუბუს ტომის ხალხები,რომელთა გარკვეული ნაწილი პორტუგალიურ ენაზე საუბრობს,გარკვეული ნაწილი კი ტუპი-გუარანის ენათა ჯგუფის წარმომადგენელ ურუბუ-კააპორის ენაზე. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მათში ასევე ფართოდ არის გავრცელებული და ფესვგადგმული – ჟესტების ანუ სხეულის ენაც.საინტერესოა,რომ ჟესტების ენის გავრცელების უმთავრეს მიზეზად იქცა ის უმნიშვნელოვანესი გარემოება,რომლითაც ურუბუს ხალხი ხასიათდება.კერძოდ,სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,ყოველი 75 ურუბუს ტომის წარმომადგენელზე ერთი სმენადაქვეითებული თანატომელი მოდის.თუ რა არის ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზი,დღემდე დაუდგენელია.შესაბამისად,აღნიშნული ტომის ხალხში სმენადაქვეითებულ ადამიანთა რაოდენობა ძალიან მაღალია,რაც თავის მხრივ,განაპირობებს კიდეც სხეულის ენის პოპულარიზაციას ურუბუს ხალხში. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ცნობისათვის,პირველი სახელმწიფო ისტორიაში,რომელმაც ჟესტების ენა კონსტიტუციაში ჩაწერა,როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ოფიციალური ენა,აღმოსავლეთ აფრიკაში არსებული – უგანდის რესპუბლიკა გახლავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>