ფრანსისკო ერნანდეს დე კორდობა – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ცენტრალურ ამერიკაში განთავსებული ნიკარაგუის რესპუბლიკის,როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ დამაარსებელს,ესპანელი კონკისკადორი - ფრანსისკო ერნანდეს დე კორდობა (1475-1526 წლები) წარმოადგენდა.(ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ კორდობას იმ პერიოდის პანამის გუბერნატორმა პედრო არიასა დე ავილამ ღალატში დასდო ბრალი,რის გამოც მას ავილას უშუალო ბრძანებით 1526 წელს თავი მოჰკვეთეს.რამდენიმე ხნის განმავლობაში,ნიკარაგუის ერთ-ერთი დამარსებლის მოკვთილი თავი ქალაქ ლეონის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ ეშაფოტზე დემონსტრაციულად იყო ჩამოკიდებული.
მას შემდეგ ასეულობით წელი გავიდა. 2000 წელს ქალაქ ლეონში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი იქნა ფრანსისკო ერნანდეს დე კორდობას ნაშთები პედრო არიასა დე ავილას ნაშთებთან ერთად.ნიკარაგუელმა ხალხმა თავიანთი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუძემდებლის ნაშთები დიდი პატივით მიაბარა მიწას ქვეყნის დედაქალაქ მანაგუაში განთავსებული ძველი ტაძრის სასაფლაოზე და ბრინჯაოს ძეგლიც აუგო.თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი: „ბედის ირონიით”,ფრანსისკო ერნანდეს დე კორდობას ნაშთები დაკრძალული იქნა მისივე ჯალათის – პედრო არიასა დე ავილას ნაშთებთან ერთად.ასე რომ,დღესდღეობით,მსხვერპლიცა და ჯალათიც ერთსა და იმავე საფლავში განისვენებენ. - (ავტორი გენია.ჯი)
პედრო არიასა დე ავილა