რამ განაპირობა ანატომიური კვლევების ჩატარების დაშვება „ნისლიანი ალბიონის” უმაღლეს სასწავლებლებში?
1549 წლისათვის ინგლისის უმაღლეს სასწავლებლებში,მათ შორის ოქსფორდის დიდებული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზეც,კატეგორიულად იკრძალებოდა ანატომიური კვლევების ჩატარება. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აღნიშნული აკრძალვა ერთმა იძულებითმა გარემოებამ გააუქმა.კერძოდ,ინგლისისა და ირლანდიის პირველი ტიუდორი მეფე – ედუარდ VI (1537-1553 წლები) შარდის ბუშტის საშინელი ტკივილით იტანჯებოდა.იმ პერიოდის ინგლისელი მედიკოსებისათვის კი უცნობი გახლდათ,თუ როგორი აგებულების გახლდათ ადამიანის ორგანიზმში განთავსებული შარდის ბუშტი.შესაბამისად,ისინი მონარქს ამ მხრივ ვერავითარ სამედიცინო დახმარებას ვერ უწევდნენ.აღნიშნული გარემოებით აღშფოთებულმა ედუარდ VI-მ გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც სამეფოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედ უნივერსიტეტებში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სავალდებულო ხდებოდა არანაკლებ ოთხ ანატომიურ კვლევაში მონაწილეობის მიღება.ორი ანატომიური კვლევა კი,მომავალ ექიმებს პირადად უნდა ჩაეტარებინათ.საყურადღებოა ისიც,რომ სწორედ აღნიშნული ბრძანების გამოცემის შემდგომ დაიწყო მასიური “ნადირობა გარდაცვლილთა ცხედრებზე”,რაც „ნისლინ ალბიონზე” მთელი ასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. და გრძელდებოდა მანამ,სანამ ჩარლზ I-მა არ მოუღო ბოლო თავისი სასტიკი ბრძანებით ამ საშინელ უმსგავსობას. – (ავტორი გენია.ჯი)