მორ კოცანი – „ეპიზოდი”

შესანიშნავი სპორტული ფიზიკური მონაცემების მქონე უნგრელმა პასტორმა - მორ კოცანმა (1885-1972 წლები) სასულიერო აკადემიის დასრულების შემდგომ,რამდენიმე ხნის მანძილზე სოფელ ჩალოკიოზანარიოშის ტაძარში იმოღვაწა სასულიერო ასპარეზზე. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა,რომ სტოკჰოლმში 1912 წელს გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მიეღო მონაწილეობა მძლეოსნობაში.თავის მხრივ,იმ პერიოდისათვის ეკლესია სასულიერო პირებს სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობას უკრძალავდა,რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა კოცანისათვის.მიუხედავად ამისა,მისი გადაწყვეტილება მაინც ურყევი იყო: მორ კოცანმა ფსევდონიმ სახელად აიღო – “მიკლოშ კოვაჩი” და ამავე სახელწოდებით იასპარეზა სტოკჰოლმის 1912 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ პასტრორმა-სპორტსმენმა შუბის ტყორცნაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.მას შემდეგ,რაც ეკლესიის დამოკიდებულება სპორტის მიმართ ერთგვარად შერბილდა,ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელმა სასულიერო პირმა მშობლიურ სოფელში სპორტული კლუბიცგახსნა. – (ავტორი გენია.ჯი)

მორ კოცანი შუბის ტყორცნის მომენტში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>