იან ძიანი – “ეპიზოდი”

იან ძიანი (1911-2016 წლები) – წარმოადგენდა იმ ჩინელ მთარგმნელს,მწერალსა და დრამატურგ ქალს,რომელმაც პირველმა თარგმნა სრულყოფილი სახით ესპანური ენიდან ჩინურ ენაზე მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური ლიტერატურული ქმნილება – „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიმდინარე კულტურული რევოლუციის პერიოდში,ინტელექტუალები სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი დევნის ობიექტები იყვნენ.შესაბამისად,დევნის ობიექტი გახდა არა მხოლოდ იან ძიანი,არამედ მისი ერუდირებული ლიტერატორი მეუღლე – ციან ჩჟუნშუც.ინტელექტუალების წინააღმდეგ მიმართულმა სადამსჯელო ღონისძიებებმა ჩჟუნშუს სიძე იძულებული გახადა სიცოცხლე თვითმკვლელობითაც კი დაესრულებინა.კულტურული რევოლუციის პერიოდში იან ძიანს ჰუნვეიბინებმა (ჩინელმა „წითელმა გვარდიელებმა”) კონფისკაციის სახით ჩამოართვეს მის მიერ არასრულყოფილი სახით ნათარგმნი „დონ კიხოტი”,თუმცა მას შემდეგ,რაც სახელმწიფომ ინტელექტუალების მიმართ თავისი პოზიცია შეარბილა,ჩინელმა მწერალმა და მთარგმნელმა ქალმა მოახერხა და ჩინურ ენაზე ნაწილობრივ ნათარგმნი სერვანტესის ნაწარმოები უკანვე დაიბრუნა.საბოლოო ჯამში,იან ძიანმა „დონ კიხოტი”-ს ჩინურ ენაზე პირველად ნათარგმნი სრული ვერსია 1978 წელს გამოაქვეყნა. – (ავტორი გენია.ჯი)

იან ძიანი და ციან ჩჟუნშუ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>