ირმების კასტრაციის უჩვეულო მეთოდი

რუსეთის ფედერაციაში შემავალ იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში (დასავლეთ ციმბირში) მაცხოვრებელი მკვიდრი მოსახლეობის – იამალების ძირითადი საქმიანობა ირმებთან და მათ მოშენებასთან არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად თანამედროვე ეპოქისა,დასავლეთ ციმბირის აბორიგენი მოსახლეობის ძირითად სატრანსპორტო საშუალებას ტუნდრაში სწორედ რომ ირმები წარმოადგენენ.შესაბამისად,იამალებისათვის ირმებს უდიდესი დანიშნულება გააჩნიათ.თუმცა ირმებთან დაკავშირებით მეტად საყურადღებოა ის გარემოება,თუ რა უჩვეულო მეთოდით უკეთებენ ისინი ირმების მამრ ეგზემპლარებს კასტრაციას.იმისათვის,რომ მამრი ირმები პატრონების მორჩილები იყვნენ შორეული მგზავრობის დროს,ამისათვის აუცილებელია მათი კასტრირება.ციმბირის დასავლეთში მაცხოვრებელი ხალხი ირმების კასტრაციის პროცესს – „ჰატბი”-ს სახელით მოიხსენიებენ და მისი უცნაურობა იმაში მდგომარეობს,რომ ამისათვის ისინი არავითარ სამედიცინო ხელსაწყოს (მათ შორის არც დანასაც კი) არ იყენებენ: მამრი ირმების სასქესო ჯირკვლების ამოკვეთას ანუ კასტრირებას იამალები თავიანთი კბილებით ახდენენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>