რა გაუგონარი მეთოდით დასაჯა გუიუქმა ფატიმა?

მას შემდეგ,რაც 1246 წელს მონღოლეთის იმპერიის ტახტზე ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი – გუიუქი (1206-1248 წლები) ავიდა,იმის ნაცვლად რომ უზარმაზარ ტერიტორიებზე გადაჭიმული იმპერიის წინაშე მდგარი პრობლემებისათვის მიექცია სათანადო ყურადღება,მონღოლმა კაგანმა (იმპერატორმა) საკუთარი ძალაუფლების გამყარებას მიჰყო ხელი. (ავტორი გენია.ჯი) პირველი,ვისზეც გუიუქმა მრისხანე იერიში მიიტანა,დედამისის – თორიგენე ხათუნის უერთგულესი მესაიდუმლე ქალი – ფატიმა გახლდათ.იმ პერიოდში,როდესაც თორიგენე ხათუნი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო,გაურკვეველი წარმომავლობის მქონე ფატიმა არაერთხელ გადაურჩა იმპერატორის მსჯავრს.თუმცა,როდესაც მონღოლთა იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი აღესრულა,ჯადოქრობაში ბრალდებული თორიგენეზე არანაკლებ გავლენიანი ფატიმა დააკავეს.რამდენიმე დღის განმავლობაში იგი მშიერ-მწყურვალი ჰყავდათ საკანში გამომწყვდეული.შემდეგ კი საშინელი ტანჯვა-წამება დაატეხეს თავს: ჯერ უმოწყალოდ სცემეს,ხოლო მოგვიანებით გავარვარებული ლითონის წკეპლით გაროზგეს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ფატიმას სასტიკი წამება საჯაროდ მიმდინარეობდა,რაც ჩინგიზ-ყაენის მმართველობის პერიოდში ყოვლად დაუშვებელი მოვლენა გახლდათ.ასეთი მხეცური მეთოდებით ნაწამებმა ქალმა განსაცდელს ვეღარ გაუძლო და “ჯადოქრობა” აღიარა.სწორედ აღიარების შემდგომ გამოუტანა გუიუქმა ფატიმას ისეთი სახის გაუგონარი სასჯელი,რომლითაც ისტორის ხანგრძლივ დინებაში ალბათ არავინ იყო დანასჯელი: „მონღოლი იმპერატორის ბრძანებით ტყვე ქალის სხეულის ყველა ღრუ ჯალათების მიერ ამოკერილი იქნა,რათა იქიდან მისი სულის უმნიშვნელო ნაწილსაც კი ვერ ამოეღწია”.საბოლოო ჯამში,ფატიმა თექის საბანში გაახვიეს და მდინარეში მოისროლეს,სადაც ჰპოვა კიდეც აღსასრული უბედურმა ქალმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>