როჟე მარტინ დიუ გარი
როჟე მარტინ დიუ გარი - დაიბადა 1881 წლის 23 მარტს ნიუო-სიურ-სენის კომუნაში (ო-დე-სენის დეპარტამენტი – საფრანგეთი),იურისტების ოჯახში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მწერალი და ფრანგული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი,რომელსაც 1937 წელს გადაეცა “ნობელის პრემია” ლიტერატურის დარგში.სწავლა კონდორსის ლიცეუმში დაიწყო,რა დროსაც ინტერესდება ლიტერატურით,განსაკუთრებით კი ლევ ტოლსტოის შემოქმედებით,რომელმაც საბოლოო ჯამში მის ლიტერატურულ შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია. (ავტორი გენია.ჯი) ჰყავდა მეუღლე და ერთი ქალიშვილი.პირველი აღიარება მწერალს მოუტანა რომანმა “ჟან ბარუა”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ნაწარმოების მთავარი გმირი ახალგაზრდობაში,რწმენით კათოლიკე იყო,რომელმაც უარი განაცხადა რელიგიაზე,თუმცა სიკვდილის წინ კვლავ უბრუნდება მას.ამავე რომანში,მთავარ როლს თამაშობს გახმაურებული და ყველასათვის ცნობილი მოვლენა,რომელიც “დრეიფუსის საქმის” სახელით არის ცნობილი.მის გამოქვეყნებაში დიუ გარს,უდიდესი დახმარება გაუწია,ცნობილმა ფრანგმა მწერალმა – ანდრე ჟიდმა.მოგვიანებით იგი ავტორი ხდება გახმაურებული და შესანიშნავი რომანისა “ტიბოს ოჯახი” და სწორედ ამ რომანმა მოუტანა მას ესოდენ დიდი ლიტერატურული ჯილდო “ნობელის პრემიისა”.მისმა შემოქმედებამ აღიარება მისსავე სიცოცხლეში ჰპოვა და ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგ მწერლადაც აქცია.სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დიუ გარი,მუშაობდა რომანზე,სახელწოდებით: “პოლკოვნიკ მომორის დღიური”,თუმცა მისი დასრულება ვეღარ მოასწრო.მიუხედავად ამისა,მისი გარდაცვალების შემდგომ,მაინც იქნა გამოცემული. (ავტორი გენია.ჯი) დიუ გარის შემოქმედება შედგებოდა არა მარტო რომანების წერით,არამედ იგი შესანიშნავი დრამატურგი და მემუარისტიც იყო.როჟე მარტინ დიუ გარი გარდაიცვალა 1958 წლის 22 აგვისტოს,სერინში.მისი გარდაცვალების შემდგომ კი გამოცემულ იქნა დიუ გარის “დღიურები” და მისი “წერილები”,რომელმაც დიდი ინტერესი დაიმსახურა ლიტერატურულ წრეებში.